ხელისუფლებამ ნატანებში სამაშველო ოპერაცია შეწყვიტა და ხალხი მიატოვა

ხელისუფლებამ ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში მიმდინარე სამაშველო ოპერაცია შეწყვიტა და  ტექნიკა უკან გაიწვია.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ადგილობრივებმა აცნობეს,

ჯაფარეულში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 50 მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

ხელისუფლებამ სამ ოჯახს რეკომენდაცია მისცა-მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ,

გზის გაწმენდითი სამუშაოები გუშინ საღამოს დაიწყო.

ხელისუფლებამ ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანა.

მათი წარმომადგენელი, გელა გობრონიძე, იქ მისულ ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ გზის გაწმენდა იმ დღესვე მოხდებოდა და 50 ოჯახი გარესამყაროსთან დაკავშირებას შეძლებდა,

“როგორც კი ცენტრალური ტელევიზიები წავიდნენ, მას შემდეგ რაც ინტერვიუები ჩამოარიგენ, მაშინვე სამუშ აოები შეწყვიტეს და ტრაქტორიც წაიყვანეს” გვიმტკიცებენ ჯაფარეულის მაცხოვრებლები.

თუ რა გახდა სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.

ჯაფარეული

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share