„მე და ალა ისრაელში ვრჩებით, ჩვენ არ დავტოვებთ ქვეყანას ამ მძიმე მომენტში“ – მაქსიმ გალკინი

რუსი შოუმენი, მაქსიმ გალკინი აცხადებს, რომ ის მეუღლესთან, ალა პუგაჩოვასთან ერთად ისრაელში რჩება და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. 

წყვილი შვილებთან ერთად, ისრაელში წელიწადზე მეტია ცხოვრობს. რუსული ესტრადის ვარსკვლავებმა მოსკოვი უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ დატოვეს.

„მინდა მოვუწოდო ,,ჰეითერებს”, მორჩით ამ თემაზე ჭორების გავრცელებას. არსად გავქცეულვართ და არც ვაპირებთ. ჩვენ დიდი ხანია ევროკავშირის მოქალაქეები ვართ და შეგვიძლია 27-ვე ქვეყანაში ვიცხოვროთ. ისრაელი განგებ შევარჩიეთ, აქ ძალიან მშვიდად ვგრძნობდით თავს. აეროპორტი ღიაა და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავფრინდეთ, მაგრამ არა. ჩვენ გვიყვარს ისრაელი და ვრჩებით. არ დავტოვებთ ქვეყანას ამ  მძიმე მომენტში “ – ამბობს გალკინი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share