გლოვა ისრაელში, პალესტინელი ბავშვი, მიწისძვრა ავღანეთში და ბუდისტი ბერები – დღის ფოტოები მსოფლიოდან

წარმოგიდგენთ 11 ოქტომბრის გამორჩეულ ფოტოებს მსოფლიოდან.

პალესტინელი „ბოევიკების“ მიერ მოკლული 24 წლის მაი ნაიმის ოჯახი და მეგობრები დაკრძალვის დღეს ყვავილებით ამკობენ მის საფლავს.

გან ჰაიმი, ისრაელი 📸 Amir Levy

 ისრაელის თავდასხმის შედეგად დაშავებული პალესტინელი ბავშვები სასწრაფო დახმარების მანქანაში.

ხან იუნისი, ღაზას სექტორი 📸 Ibraheem Abu Mustafa

სპეცნაზი ისვრის ტაკუმბუს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ბუნტის შემდეგ (ცნობისთვის,  პატიმრებმა ცეცხლი გახსნეს და მძევლად აიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ათეულობით თანამშრომელი).

ასუნსიონი, პარაგვაი 📸 César Olmedo

მოხალისეები ნანგრევებს ასუფთავებენ ჰერატის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.

ზენდა ჯანი, ავღანეთი 📸 Ebrahim Noroozi

აქტივისტები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას ქარის ტურბინების მშენებლობასთან დაკავშირებით.

ოსლო, ნორვეგია 📸 Hakon Mosvold Larsen

ლუმონას აეროპორტის ავსადგომზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი ავტომობილები.

ლუტონი, დიდი ბრიტანეთი 📸 Jacob King

ბუდისტი ბერები Gyuto-ს მონასტერში დრამზე უკრავენ დილის ლოცვის დროს.

დჰარამსალა, ინდოეთი 📸 Arun Sankar

კოვბოები ტეხასში აღნიშნავენ ღოველწლიურ ღონისძიებას.

ფორტ უორტი, აშს 📸 Timothy A Clary

ჯარისკაცი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობისას.

ბალიკჩი, ყირგიზეთი 📸 Vyacheslav Oseledko

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი (მარჯვნიდან პირველი) კონფერენციის სხვა მონაწილეებთან ერთად.

ლივერპული, დიდი ბრიტანეთი 📸 Ian Forsyth

მაყურებელი შანხაის მასტერსის საჩოგბურთო ტურნირზე.

შანხაი, ჩინეთი 📸 Wang Zhao

არტ ინსტალაცია სახელწოდებით Science by Luxmuralis დურჰამის ტაძარში.

დურჰემი, დიდი ბრიტანეთი 📸 Lee Smith

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share