“ველოდებით პრეზიდენტისგან პოზიციას, საერთოდ ცნობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ “ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მდინარაძე ამბობს იმასაც, რომ საინტერესო იქნება ოპოზიციის წარმომადგენგების არგუმენტები მმართველი პარტიის პოზიციის გასაბათილებლად, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
“ამ საკითხთან დაკავშირებით გვინდა მოვუწოდოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მიუხედავად იმისა, რომ ისინი აცხადებენ, რომ არ შემოვლენ სხდომაზე, სადაც იქნება კენჭისყრა, კი ბატონო, ნუ შემოვლენ, მაგრამ მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში. რომ საქართველოს მოსახლობას წარუდგინონ, თუ რა არგუმენტები აქვთ იმ ვერსიის და რეალური რელევანტური პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი უკვე დადასტურებული დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა.
აქ ძალიან საინტერესო იქნება მათი არგუმენტები, სავარაუდოდო ისინი გაექცევიან ამ განხილვას, თუმცა მაინც მოვუწოდებთ, რომ მიიღონ განხილვაში მონაწილეობა, კი ბატონო არ შემოვიდნენ, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან და ნდობა არ აქვთ ერთმანეთის, უნდა მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში. მონაწილეობა მიიღონ საკითხს განხილვაში.
ასევე უცნობი რჩება პრეზიდენტის პოზიცია, მნიშვნელოვანია გავიგოთ და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისმა წარმომადგენლებმა თქვენი კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებზე ამ თემასთან დაკავშირებით თავი აარიდეს, თუმცა ველოდებით პრეზიდენტისგან პოზიციას, საერთოდ ცნობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – თქვა მდინარაძემ
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათი თქმით, სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები და აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებია.