გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ოქტომბრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.