რა ვითარებაა ისრაელში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წასვლიდან 3 წუთში თავდასხმები დაიწყო – როგორც “კურიერის” კორესპონდენტი თელ-ავივიდან იუწყება, საჰაერო განგაშის ხმა ადგილზე რამდენიმე წუთის წინაც ისმოდა. მისი თქმით, მთელი დღე ბაიდენის ვიზიტის დროს იყო სიწყნარე, თუმცა მისი ქვეყნიდან წასვლისთანავე შეტაკებები განახლდა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრიდან 5 კილომეტრამდე გაიზარდა რადიუსი და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არავითარი სახის აწარმოებს.
ამასთან, ისრაელმა გადაწყვიტა, ხელი არ შეუშალოს ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.