“სალომეზე ნამდვილად აღარ მინდა საუბარი. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს, ხალხს აქვს, ამიტომ არ მინდა შევიდე პოლემიკაში, ყველაფერი ცხადია და ნათელია. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგასმა მიწევს, უმძიმესია აღნიშნული ფაქტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, უნდა გავაგრძელოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აქტუალურია საზოგადოებისთვის”
ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.