მარი და ჰარის თავგადასავალი – საბავშვო გასართობი მუსიკალური სპექტაკლი პერფორმანსი
ოზურგეთის თეატრმა, საახალწლოდ ბავშვებს ულამაზესი, მისტიკურ-ფანტასტიკური ელემენტებით გაჯერებული საახალწლო სპექტაკლი შესთავაზა.
თეატრის რეაბილიტირებული და თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი შენობა სხვადასხვა ეფექტებით ბავშვების გაოცების საშუალებას აძლევს რეჟისორს.
სპექტაკლის სცენური ვერსია ეკუთვნის დამდგმელ რეჟისორს, ვასო ჩიგოგიძეს. ინსცენირება, რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება ლალი თაბაგარისაა. მხატვარი ლომგულ მურუსიძე, ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია გახლავთ.
სპექტაკლში ჯუჯებს, გურულებს, ოლაფს, კარლსონს აცოცხლებენ მსახიობები: ზაზა ჯინჭარაძე, დავით კვერღელიძე, გიორგი დოლიძე, გიორგი ჩავლეშვილი, კობა ახალაძე, გენადი ნიკოლაშვილი, ლევან საღინაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, ანი გოდერძიშვილი, ზვიად ჟორბენაძე, შორენა გვეტაძე, თეა კეჭაყმაძე, ციცი ბუცხრიკიძე, მარიკა ასათიანი, თეატრის სტუდიელები – მარი გუჯაბიძე, ნინი მუშტაშვილი, სტუდია „მარიკელას“ მოსწავლეები.
საახალწლო ზღაპრის ერთ-ერთი პერსონაჟი კოვიდიც გახლავთ მსახიობ გენადი ნიკოლაშვილის შესრულებით. სპექტაკლი მუსიკალური გაფორმებით, ცეკვებით, სამოსითა და გაფორმებითაც ახარებს ბავშვებს.
სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება, რაც გვირგვინდება ფინალში სიკეთის გამარჯვებითა და თოვლის ბაბუსთან შეხვედრით.
სპექტკალი 13 იანვრამდე ყოველდღე, 14 საათზე იმართება. ბილეთების ფასი – 5 ლარი, საჩუქრით 10 ლარი. შესაძლებელია ფოტო გადაღებები ჯუჯებთან და თოვლის ბაბუასთან.
ლია კილაძე. თეატრის პრეს სამსახური