უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა

გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა – ამის შესახებ CNN-ი წერს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 1,209,976 ლტოლვილიდან, რომლებიც ომს გაექცნენ, ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა. ნაწილი კი სხვა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში გადავიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share