“დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გახდება დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორთქლმავალი. გეშინიათ ბიჭებო? – უნდა გეშინოდეთ კიდეც”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მე არ ველოდები სალომე ზურაბიშვილისგან, რომ აქტიურ პოლიტიკურ კონსულტაციებს დაიწყებს დეკემბრამდე, რადგან ევროპისკენ სავალი გზის ფინალი უნდა გავიაროთ და ამას ჩრდილი არაფერმა არ უნდა მიაყენოს. დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ ვინ აუკრძალავს პრეზიდენტს იმას, რომ თუნდაც გახდეს ორთქლმავალი დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის? – ის გახდება ორთქლმავალი. გეშინიათ ბიჭებო?- უნდა გეშინოდეთ კიდევაც. თქვენი მხდალი ბუნება კარგად ვიცი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.