საქართველოს ვიცეპრემიერი ჩინეთში ბანკეტს პუტინთან ერთად დაესწრო, მის სიტყვასაც მოუსმინა

როგორც ჩინეთში 18 ოქტომბერს გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ჩანაწერებიდან ირკვევა, ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო. ამას გარდა, ცალკეული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვიცეპრემიერი, ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად, დაესწრო პუტინის სიტყვით გამოსვლასაც.

ღონისძიების ფარგლებში გამართული ბანკეტის ვიდეოში ჩანს, როგორ უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის სიტყვით გამოსვლას მაგიდების გარშემო მსხდომი სტუმრები, რომელთა შორის, როგორც კადრებზეა ასახული, ვლადიმირ პუტინი და ლევან დავითაშვილიც არიან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share