1918 წლის იანვარში თბილისში შეიკრიბა რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიიდან წარდგენილი 26 დეპუტატი, რომლებშიც რა თქმა უნდა სჭარბობდნენ სოციალ დემოკრატები, კრებაზე გადაწყდა ამირკავკასიის სემის შექმნა. სოციალდემოკრატების აზრით სეიმს უნდა გადაეწყვიტა მხოლოდ ადგილობრივი საკითხები. სეიმის ასეთი ფორმით შექმნის წინააღმდეგი გამოვიდნენ ბოლშევიკები, რომლებიც თვლიდნენ, რომ სეიმი აჩენდა ამირკავკასიის რუსეთიდან გამოყოფის საფრთხეს.
.
სეიმს ასევე დაუპირისპირდა ე.წ. ნაციონალისტური პარტიები (ეროვნულ დემოკრატები და სოციალ ფედრალისტები), რომლებიც ითხოვდნენ, რომ ამირკავკასიის ქვეყნებს პირველ რიგში უნდა შეექმნათ თავიანთი სახელმწიფოები, შემდეგში კი უნდა გაერთიანებულიყვნენ რუსეთისგან დამოუკიდებელ ამირკავკასიის ფედერაციულ სახელმწიფოდ.
.
სეიმმა მუშაობა 1918 წლის თებერვალ-მარტში დაიწყო და მალვე გურულების რისხვაც გამოიწვია. როგორც 1918 წლის 3 მარტის გაზეთი „ერთობა“ იუწყება ოზურგეთში გაიმართა დიდი მიტინგი, რომელსაც ესწრებოდა 10 000 ადამიანი, აქედან 2000 შეიარაღებული გვარდიელი ყოფილა – “ოზურგეთი. მიტინგი, რომელსაც ათი ათასამდე კაცი დაესწრო, სასტიკათ გმობს სახალხო კომისართა საშინაო და საგარეო პოლიტიკას და წყევა-კრულვას უცხადებს მათ სამშობლოსა და რევოლუციის გაყიდვისათვის.“
.
როგორც ჩანს გურულები დაპირისპირებიან სოციალდემოკრატების იდეას, ანუ იმას, რომ სეიმს მხოლოდ ადგილობრივი საკითხები გადაეწყვიტა და ასევე რათქმა უნდა წინაღმდეგნი იყვნენ ბოლშევიკების იდეისა არ გამოყოფოდნენ რუსეთს, რაც ცხადად ჩანს მიტინგის თავმჯდომარის თოთიბაძის მიერ „ერთობსათვის“ გაგზავნილ დეპეშაში – მიტინგი „მხარს უჭერს რუსეთიდან ამ-ჟამად ფაქტიურათ ჩამოშორებულ ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათ გამოცხადებას, მიესალმება ამიერკავკასიის სეიმს და სთხოვს მას დაუყოვნებლი შექმნას ამიერკავკასიის ძლიერი მთავრობა, რომელიც შესძლებს სამშობლოისა და რევოლუციის დაცვას შინაურ და გარეშე მტერთაგან.“
.
ასევე საინტერესოა დეპეშის ტექსტის ის ნაწილი, როდესაც ოზურგეთის მიტინგი ითხოვს სეიმისაგან აჭარასა და ქობულეთში ხალხის მოვლენას – „მიტინგი სთხოვს სეიმს დაუყოვნებლივ წარმოგზავნოს თავისი წარმომადგენელი აჭარაში და ქობულეთში იმის გამოსარკვევათ: თუ ვის ორიენტაციას იზიარებს აქაური მცხოვრებნი ოსმალეთისას თუ ამიერკავკასიისას.“
.
ზემოხსნებულიდან ჩანს, რომ გურულები არ უჭერდნენ მხარს სოციალდემოკრატებს იმაში, რომ სეიმს მარტო ადგილობრივი საკითხები უნდა გადაეწყვიტათ და რათქმაუნდა არ უჭერდნენ მხარს არც ბოლშევიკების იდეას რუსეთათან ერთობისა. ოზურგეთის მიტინგის პათოსიდან ჩანს, რომ გურულებმა მხარი დაუჭირეს ნაციონალისტების მიერ გაჟღერებულ იდეას და ამიერკავკასიის დაუკიდებელი რესპუბლიკის შექმნას. ეს საკითხი დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც გურულები ყველა გადაწყვეტილებას დიდ სახალხო შეკრბებზე წყვეტდნენ და დღევანდელისაგან განსხვავებით ხალხის უკითხავად ვერავინ ვერ მიიღებდა ვერანაირ გადაწყვეტილებას.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა