სოფო ჯაფარიძის “კბილებით” “აღშფოთებულმა” “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს სხდომა დატოვა

ცნობილი ტელეწამყვანისა და პოლიტიკოსის, სოფო ჯაფარიძის “კბილებით” “აღშფოთებულმა” “ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთის საკრებულოს სხდომა, დღეს, დაწყებისთანავე, პროტესტის ნიშნად დატოვა.

ხელისუფლების მხარდამჭერები “ნაციონალური დეპუტაციის” წევრებთან ერთად სოფო ჯაფარიძის სხდომაზე შესვლამ ისე გააღიზიანა, რონ, ერთგვარი ტრადიციაც კი დაარღვიეს და სხდომა პროტესტის ნიშნად ოპოზიციასთან სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა შემოხლის გარეშე დატოვეს.

“ვერ გავიგე რა უნდოდათ, ძალიან გაკვირვებული ვარ, დეპუტატები ოპოზიციიდან ეკითხებოდნენ კონკრეტულ პრობლემებზე, ისინი კი პასუხობდნენ “სოფო ჯაფარიძეს კითხეთ” – აი ეს “კბილებზე” საუბარი კი საერთოდ გაუგებარია’ – ვერ ფარავდა გაკვირვებას ჯაფარიძე, შეწყვეტილი სხდომის შემდეგ “გურიის მოამბესთან” საუბარში.

თავის მხრივ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ამ “ყველაფრის” ინიციატორმა და “შემოქმედმა” ოზურგეთის ვიცე მერმა გიორგი ღურჯუმელიძემ, აქცენტი კვლავ სოფო ჯაფარიძეზე გადაიტანა, კვლავ “უკბილოდ” “კბილებზე” იხუმრა და მესამე პრეზიდენტის, წარმომადგენელს “ნავზოლეუმის დირექტორი” ხოლო დეპუტატებს “ნაციონალური მოძრაობიდან” “ნამსხვრევები” თავად პარტიას კი “ფეიკი” უწოდა.

მესამე პრეზიდენტის, წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების ოფისში ახალი ჰუმანიტარული ინიციატივა წარადგინა. სოფო ჯაფარიძის თქმით, პროექტი მესამე პრეზიდენტის ინიციატივით იწყება, სადაც ჩართული არიან ექიმები და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ერთად აპირებენ რეგიონებში ჩასვლას მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად.

ამ მიზნიით ქალბატონი სოფო ამ დღეებში გურიას სტუმრობს

 

 

თუმცა მისი სტუმრობა ერთ უცნაურ მოვლენას – ფოთის პორტიდან შეკვეთილში ექსპრემიერ ივანიშვილის მიერ კენიაში შეძენილ ბაობაბის ხეების ტრანსპორტირებას დაემთხვა-ამ ტრანსპორტირების თანმდევმა პროცესებმა-პოლიციის მობილიზება, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა, საგზაო ფირნიშებისა და ნიშნების დემონტაჟმა, მიმდებარე სოფლებისათვის ელექტრგოენერგიის გათიშვამ  და ამ ყოველივეში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ-ჯაფარიძე გააკვირვა.

თუმცა ის ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ წუხანდელი ღამის შემდეგ ოზურგეთის საკრებულოში სტუმრობით – კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩებოდა.

არადა ოზურგეთის საკრებულოს დღის წესრიგში სულაც ერთი საკითხი იდგა-ოზურგეთის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share