საფრანგეთში მცხოვრები იურისტი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ხვალ სასამართლო პროცესზე, სადაც ძალადობის მსხვერპლ ქალს ვიცავ, აუცილებლად წარვადგენ დღევანდელი პარლამეტის სხდომის კადრებს.
როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და თითოეულ მოქლაქეს კანონის უზენაესობა იცავს, საკუთარი თვალით უნდა ნახონ წარმოუდგენელი ძალადობა და აღვირახსნილობა თავად კანონმდებლების მხრიდან ქალებზე.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.