საპატრიარქო: 2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

“2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა”, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share