“ხალხის ძალის” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ჟურნალისტებთან ექს-პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს და არგუმენტად ასახელებს იმას, რომ სააკაშვილი სიმულირებდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
“სააკაშვილს აქვს ოპერაცია გაკეთებული და არაფერი ციხეში არ დამართვია. მე თავიდან ვიყავი წინააღმდეგი გადაყვანის, რატომ უნდა გადაგვეყბანა? ჭამოს, დამთავრდა! ვინმე არ აჭმევდა, აშიმშილებდა თუ რა? მაშინაც და ახლაც ვამბობდი და ვამბობ – მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო შეცდომა. არ შეჭამდა? როგორო ბოლოც ექნებოდა, ექნებოდა ისეთი ბოლო – ეს არის მაოხრებელი გზირი, გინდა უკრაინაში ყოფილიყო და გინდა სადმე სხვაგან,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, პატიმრებთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტის არსებობა დაუშვებელია და სააკაშვილი გადასაყვანია ციხეში. „ეს კაცი არის დაბადებული იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ამყოფოს გაუგებრობაში, ტერორში, უბედურებაში. დაიღალა ეს ხალხი მართლა და მართლა. ამიტომაც გადასაყვანია ციხეში. იმ ექიმებმა მოუხმონ გონებას, კი თავს იზღვევენ, მაგრამ გასცენ რეკომენდაციები და გადავიყვანოთ. თუ რამე დაემართება – ბოლობოლო ილია ჭავჭავაძეა მკვდარი და რა ვქნათ ახლა,” – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.