”სააკაშვილი] არის ტყვე, მაგრამ მე მითქვამს, რომ, ჩემი შეფასებით, ის არის ორმაგ ტყვეობაში, ბევრი თვალსაზრისით. მე მასთან დებატებში რა უფლება მაქვს შევიდე, ალბათ გვისმენს ახლა…
ჩემთვის სიმართლე არის ერთი. სააკაშვილი არ შეიძლება შეცდომაში იყოს შეყვანილი? მით უმეტეს დატყვევებული ადამიანი… მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც დამსახურებულ ადამიანს, ქვეყნის წინაშეც ძალიან დიდი დამსახურების მქონე ადამიანს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს, ყველაფერში დაეთანხმებოდა. მიხეილ სააკაშვილი თუ გარკვეულ მოსაზრებებს საჯაროს ხდის, აუცილებელია მე დავეთანხმო ამ მოსაზრებებს?”