თუ სადმე გადაეყაროთ იცოდეთ რომ დელიკატესია!!! – ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე გაგურულებული მექსიკური კიტრის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„ჩოიოტა – გურიაში ასე ეძახიან ამ ნაყოფს ისე, მექსიკური კიტრი ჰქვიაო, არ ვიცი გურიაში საიდან მოხვდა, მაგრამ 20 წელზე მეტია ჩემების ეზოში ასე ხარობს გადაბუჩქული და ყოველ წელს მიგზავნიან. უგემრიელესია დაწნილებული, სალათებში, შემწვარი და შესუნელებულიც, მოკლედ, თუ სადმე გადაეყაროთ იცოდეთ რომ დელიკატესია!!!
პ.ს. ამ გაზაფხულზე ჩემს დიღმის ბაზარში 7 გლეხს მივუტანე გასამრავლებლად და ჯერ არ ჩანს, არ იციან რას ვუზამ, თუ არ გაახარეს“ – წერს ნინო კვაჭანტირაძე.