“პირველი ბიძინა იქნება ივანიშვილი, რომელიც “ოცნების” ლიდერებს თავებს წააცლის” – ხაზარაძე

“პირველი ბიძინა იქნება ივანიშვილი, რომელიც ამათ თავებს წააცლის” – განცხადება პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “საჯარო პოლიტიკაში” გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ოლიგარქი, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, დაქირავებული მარიონეტების პოლიტიკურ ლიკვიდაციას შეეცდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ტვ პირველის” ეთერიდან საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დროა, საქართველოში რუსული რეჟიმი დასრულდეს.

”არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ქვეყანა 30 წლის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლით ჩუმად გადავაბაროთ ჯგუფ ადამიანებს, რომლის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის რუსული სახელმწიფო კომპანიის აქციონერი. ადამიანს აქვს დიდი ფული, რომელიც ფინანსდება რუსეთიდან. მან ყველას, დასავლურ ინვესტიციას გადაუკეტა აქ შემოსვლის საშუალება, რადგან მარტო უნდა რომ იყოს. მან თქვენი უფლებები ჩაიდო ჯიბეში. ეს მარიონეტები, რომლებიც გამოდიან, არ მინდა, გვარები ჩამოვთვალო, ესენი როგორ გაქრებიან იცით? დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, პირველი ბიძინა იქნება ივანიშვილი, რომელიც ამათ თავებს წააცლის. ზოგს კორუფციის გამო დაიჭერს, ზოგზე იტყვის, რომ მე არ ვიცოდი, ეს მოხდება, რადგან საკუთარი თავი გადაირჩინოს, ამიტომ უნდა დავასრულოთ რუსული რეჟიმი” – აღნიშნა ხაზარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share