”ეს თქვა ადამიანმა, რომელიც პასუხისმგებლობიან პოსტს იკავებს და არ აღიარებს ექსპერტების შეფასებებს, მათ შორის პენტაგონის სპეციალისტებისას, რომლებიც აანალიზებენ მდგომარეობას და ვისაც, ალბათ, ესმით, რა წყდება უკრაინაში და რომ არავითარი აგრესიული გეგმები არსებობს, რუსეთს არ აქვს, არ ჰქონია და არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის აგრესიული გეგმები, დაპყრობის გეგმები.”
ამტკიცებს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი – რუსული მედიის ცნობით, ასე პასუხობს ის აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებას, რომ თუ აშშ უკრაინას მხარს არ დაუჭერს, რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე არ გაჩერდება.