ოზურგეთელ ფერმერს, აკაკი ღლონტს, ინერტული მასალის მომპოვებელმა კომპანიამ 2 ჰექტარი მიწა მოპარა და ავტობანის მშენებლობაზე გადაიტანა
კომპანია “პოლადმა” ეს ქვეყნის პრემიერ. ირაკლი ღარიბასვილის განკარგულების ფარგლებში გააკეთა
რადგან შაცი ზღვის აკვატორიიდან 20 კილომეტრი რადიუსში მდინარეებიდან ინერტული მასალების მოპოვება, საქართველოში არსებული კანონმდებლობით იკრძალება, თუმცა “პოლადისათვის” პრემიერმა სპეციალური განკარგულებით გამონაკლისი დაუშვა
ქვიშა ხრეშის უკანონოდ მოპოვება მოსახლეობას მიწებისა და პლანტავიების გარეშე ტოვებს
ოზურგეთელი აკაკი ღლონტი, ერთერთია იმ ათეულობით ფერმერიდან და ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან, რომელიც მდინარე ნატანებზე ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებამ, საკუთარი მიწისა და პლანტაციების გარეშე დატოვა.
ტოგორც აკაკი ღლონტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ინერტული მასალების მომპოვებელმა კომპანია „პოლადმა“, ჯერ მდინარიდან დასაშვებ ზღვარს ქვემოთ განახორციელა ქვიშა ხრეშის მოპოვება – შემდგომში კი დატოვა ხეობა და მდინარის ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთები და პლანტაციები მიიტაცა – რის გამოც, როგორც ფერმერი ამბობს, მას წლების განმავლობაში შრომით გაშენებული პლანტაციები, მათ შორის პავლონიისა და ნიგვზის. გაუნადგურდა.
ღლონტი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და იძულებულია სამართლიანობისათვის ბრძოლაში კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.
ჩვენ იმ ლოკაციაზეც ვიმყოფებოდით, სადაც „პოლადის“ მიერ ინერტული მასალების მოპოვება ხდება. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები იქ არ დაგხვდნენ და ადგილზე მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ.
გარემოსდამცველი ირმა გორდელაძე „პოლადის“ საქმიანობაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს და ყველა ინსტანციიდან მის მიერ მიმდინარე საქმიანობების შეჩერებას ითხოვს, თუმცა ამაოდ.
ოპოზიციონერი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომა აქვს ხელისუფლებას ყველგან, სადაც ინერტული მასალის მოპოვება ხდება, სადაც, მისივე თქმით, ადგილი აქვს კორუფციას და უკანონობას, იგნორირებულია მოსახლეობისა და საზოგადოების ინტერესები, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებების გამო,