გერმანიამ უკრაინისათვის გადასაცემად მორიგი სამხედრო პაკეტი მოამზადა
155 მმ ჰაუბიცისათვის 3 800 საარტილერიო ჭურვი
დრონების აღმომჩენი სისტემები
ოღხი ნახევრადმისაბმელი ბუქსირი
8 სატვირთო ავტომობილი
სამი ყველგანმავალი სატრანსპორტო საშუალება
ორი ავტომობილი მესაზღვრეებისათვის
მობილური გადამცემი სისტემა
25 ლაზერული შორსმზომავი დანაფჰარი
15 სნაიპერული შაშხანა
გერმანიამ ასევე დაასრულა უკრაინელ სამხედროთა მეორე ჯგუფისათვის “პეტრიოტის” სისტემის რაკეტების მართვის შესწავლა
გერმანული სამხედრო კონცერნი “რაინმეტალი” უკრაინაში ქარხნის მშენებლობას მომავალ წელს დაასრულებს და მომავალ წელსვე დაიწყებს ქარხანა მუშაობას
ამერიკა და დიდი ბრიტანეთი დიდ ზეწოლას ახორციელებენ, ლიბერიაზე, პანამაზე და მარშალის კუნძულებზე, რათა ამათ დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერებმა შეწყვიტონ რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება, რომელზედავ არის ტვირთი შესყიდული დასაშვებ ნორმების ფარგლების ზემოთ
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ “შპიგელს” განუცხადა, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისაკენ მიდის და ასე თუ გაგრძელდა რუსეთიდან უკვე ვეღარ განასხვავებენ – “ყველაფერი ერთი ადამიანის ნებაზეა” ამბობს კლიჩკო
უკრაინაში ახალი წლიდან ძალაში შევა კანონი რომლის მიხედვითაც მიწების კერძო საკუთრებაში შესყიდვა არამარტო ფიზიკურ არამედ იურიდიულ პირებს შეეძლებათ, თუმცა იურიდიული პირებისათვის დაწესებულია ზედა ზღვარი 10 ათასი ჰექტარი
ამერიკაში რეიგანის სახელობის ცენტრში ამერიკის თავდაცვითი ფორუმი გაიმართა, სადაც პენტაგონის შეფმა, ლოიდ ოსტინმა, კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამერიკამ უკრაინას საბოლოო გამარჯვებამდე
“ჩვენ არ დავუშვებთ ჰამასისა და პუტინის გამარჯვებას” განაცხადა პენტაგონის შეფმა და ამ განცხადებას ძირითადი თეზისები მოაყოლა
პირველი-პუტინის ომი სერიოზულ საფრთხეს ქმნის ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ
მეორე-პუტინის შეჭრა უკრაინაში ამერიკის, მისი მოკავშირეებისა და ნატოს სერიოზული გამოწვევაა
მესამე-პუტინის ომი ფართომასშტაბიანი დარტყმაა წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგზე
სტატისტიკა
თუ რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისათვის ამერიკა თვეში ამზადებდა 14 ათას საარტილერიო ჭურვს, ამერიკის სამხედრო წარმოება აპირებს წარმოების გაზრდას-2024 წლის ნოლომდე – ასი ათას ჭურვამდე
რატომ აწარმოებდა ამერიკა ასე ცოტას?
იმიტომ, რომ, ამერიკის სამშვიდობო მისიებისას, მთავარი დამრტყმელი ძალა ყოველთვის იყო ფლოტი, ავიაცია და რაკეტები, მსგავსი ტიპის სახმელეთო ომი, როგორიც ამჟამად უკრაინაშია, ამერიკისათვის ბოლო ათეული წლებია არ ყოფილა
საერთაშორისო მიმოხილვა მომზადებულია “გურიის მოამბეს” მიერ დასავლელი ექსპერტების სოც ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე