ბრიტანეთმა უკრაინის შავი ზღვის ეკვატორიის დაცვის მიზნით სერიოზული – პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო-კერძოდ ამ ეტაპზე ბრიტანეთის სამეფო უკრაინას ორ სამხედრო გემს, 23 სწრაფმავალ კატერს და 20 ყველგანმავალ ორმაგი დაცვის ფუნქციის მატარებელ ამფიბიას გადასცემს-უკრაინის სანაპიროების დაცვის მიზნით
ბრიტანეთი ნორვეგიის კოალიციამ მუშაობა დაიწყო
დღეს ამერიკაში დაპირისპირების კულმინაცია და მეგადღეა
“თქვენ ყველაზე კარგად გესმით რას ნიშნავს ჯარისკაცისათვის დახმარება, ტყვია წამლის, საბრძოლო იარაღის არ ქონა, ან მისი მიწოდების დაგვიანება თუ შეწყვეტა“
ზელენსკი ვაშინგტონში სამხედრო ვეტერანებთან შეხვედრაზე
“შეურაცხყოფილი ვარ ზელენსკის ვიზიტით ვაშინგტონში. ამერიკის როლი ის კი არ არის რომ ყველა ღატაკს, რომელიც ამერიკაში ჩამოდის მივცეთ ფული. ის ვაშინგტონშია იმიტომ რომ შეაშინოს პალატის სპიკერი ჯონსონი და რესპუბლიკელები სენატში, რომ გვაიძულოს შევეშვათ მოლაპარაკებებს საზღვრებთან დაკავშირებით და გამოვუწეროთ მას ცარიელი ქვითარი-ის ნამდვილად არ არის ჩერჩილი აქ ჩამოსული მეორე მსოფლიო ომის პიკისას“
ჯეი დი ბენსი-„რესპუბლიკელი“ ოჰაიოდან
ექსპერტები საუბრობენ რომ რესპუბლიკელებმა დემოკრატების დათმობის ფონზე კიდევ უფრო გაამკაცრენ მოთხოვნები და ახლა უკრაინის დახმარებაზე თანხმობის სანაცვლოდ ქვეყნის საზღვრების ფაქტიურად დაკეტვას მოითხოვენ-თუ გავითვალისწინებთ რომ ეს შეუძლებელია – ნიშნავს საზღვრების უსაფრთხოება არა ამ პარტიის რეალური მიზანი არამედ საბაბია – დაბლოკონ უკრაინის დახმარება
პოლონეთის ახალი პრემიერ დონალდ ტუსკი
ჩვენ მოვითხოვთ დასავლეთის სრულ მობილიზაციას უკრაინის დახმარების გზაზე-მოსმენაც არ მსურს იმ ევროპელი პოლიტიკოსებისა რომლებიც თითქოს დემოკრატიაზე და ჰუმანურობაზე ლაპარაკობენ და ამავე დროს წუწუნებენ რომ დაიღალნენ უკრაინის თემით-პოლონეთი დაუღალავი იქნება უკრაინასთან ერთად ამ კრიტიკულ დღეებში
უკრაინაზე თავდასხმა ეს არის თავდასხმა ყველა ჩვენგანზე
პოლონეთი ვერ მოითმენს იმ ქვეყნების ქცევას რომლებიც ერთის მხრივ ევროკავშირში არიან და მეორეს მხრივ ანტიუკრაინული განწყობებით გამოირჩევიან
ხვალ დილით ტუსკი ფიცს დადებს და პრემიერის მოვალეობას შეუდგება
კონგრესში წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი რუსული ურანის აკრძალვასთან დაკავშირებით
ამერიკის სპეციალურმა პროკურორმა კეკ სმიტმა გააგზავნა მოთხოვნა ამერიკის უმაღლესდ სასამართლოში – ოფიციალურად სასამართლომ გაარკვიოს – აქვს თუ არა ამერიკის ექს პრეზიდენტს იმუნიტეტი თავი დააღწიოს სასამართლოს – დევნისას
ბრიტანეთში შეიქმნა სპეციალური სამმართველო რომელიც განახორციელებს მეთვალყურეობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულებაზე
სავალუტო ფონდი უკრაინას ერთ მილიარდ დოლარს გამოუყოფს
გერმანია მომავალ წელს უკრაინის დახმარენას 4 მილიარდიდან 8 მილიარდამდე გაზრდის
შვედეთი უკრაინას მილიარდ ნახევარ კრონს-რაც 135 მილიონი ევროა-გამოუყოფს მოსახლეობისათვის ზამთრის პერიოდში დახმარების მიზნიტ
ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოები რუსეთისათვის სანქციების მე 12 პაკეტზე შეთანხმდნენ-აღსანიშნავი ამ პაკეტიდან ბრილიანტების ექსპორტის აკრძალვაა
ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებას უნგრეთის ვეტოს გამო დროებით არასაბიუჯეტო პროგრამებიდან განახორციელებს
ნიუ იორკ ტაიმსის ცნობით წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ კიევი და ვაშინგტონი ომში ახალ გზებსა და მიდგომებზე იმუშავებენ
უკრაინული გენშტაბის ამ დილინდელი მონაცემებით რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე უკრაინელებმა 340 ათასზე მეტი ოკუპანტის ლიკვიდირება შეძლეს