რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” ბაშკირეთის ქალაქ უფადან თბილისში ფრენებს იწყებს – ინფორმაციას უფას აეროპორტი ავრცელებს. არებული ინფორმაციით, უფასა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები 26 იანვარს დაიწყება და კვირაში ერთხელ შესრულდება.
საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფრენები ყოველ პარასკევს Sukhoi Superjet 100 თვითმფრინავით შესრულდება, რომელიც თბილისის უფადან 06:50 საათზე გაფრინდება. მგზავრობის დრო 3 საათი იქნება. ბილეთების ფასი 10,6 ათასი რუბლიდან დაიწყება.