სწორედ იმიტომ გვინდა EU, რომ ღირსეულმა, მშრომელმა ადამიანებმა იცხოვროთ ღირსეულად – ხაბეიშვილი

”რატომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის წევრი? – უსაფრთხოება და მშვიდობა ევროკავშირისა და NATO-ს გარეშე ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც ასეთი ვერაგი და ტერორისტი მეზობელი ჰყავს, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ევროკავშირის ქვეყნებში ადამიანები სესხს მაქსიმუმ 8%-ში იღებენ, ჩვენ სესხებს ვიღებთ 20%-22%-ში – ეს რომ არ იყოს, საბანკო ოლიგარქია რომ არ იყოს, ამიტომ გვინდა ევროკავშირი. მერე ამბობენ, რომ ბანკებზე რატომ ლაპარაკობენ, ეს ხომ ბიზნესიაო? ამ 11 წლის განმავლობაში ბანკების წმინდა მოგება 134 მილიონი ლარიდან ორი მილიარდ ას მილიონამდე გაიზარდა.

სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, რომ თქვენ, ღირსეულმა, მშრომელმა, კეთილსინდისიერმა ადამიანებმა იცხოვროთ ღირსეულად და არა თითო-ოროლა ადამიანმა გაიფორმონ ტყეები, იცხოვრონ ბედნიერად, თავის შვილები აფრინონ ჩარტერით და თქვენს ხარჯზე გაისქელონ ჯიბეები.”

თქვა ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თბილისის ორგანიზაციის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share