სამეცნიერო -პრაქტიკული რეკომენდაციები
მარინა ტოტოჩავა
1—–თუ პირველივე დღეების ახალშობილს აღენიშნება ეგრედწოდებული ხითხითი , რომელიც ამ ასკათან შეუსაბამოა, პირველად, ჰიპოთალამუსის კეთილი სიმსივნე —ჰამართომა უნდა გამოირიცხოს .რაც მექანიზმით კარცინოიდია.
2——-განსაკუთრებით , ორიდან 10 წლამდე ბავშვებში—–თუ თვლით, რომ მომენტებში ბავშვს ჩაფიქრება ახასიათებს, რამდენიმე წამი ან ერთ წუთამდე და შემდეგ რწმუნდებით, რომ ეს ეწ გაშტერებაა, სასწრაფოდ ეეგ-ს გადაღება და ნევროპათოლოგის კონსულტაცია სჭირდება.
3—–თუ ჩვილ ბავშვს პედიატრის მიერ შემოწმებული ყველა რეფლექსი ნორმა აქვს, მაგრამ შეკრთომები ახასაითებს ,აუცილებელად სჭირდება უფრო გამოცდილი პედიატრის ან ნევროპათოლოგის კონსულტაცია,რომ გამოირიცხოს——ნაადრევი ეპილეფსია, ვესტის სინდრომი ან ძილის მიოკლონიები.
4- ბევრჯერ ვთქვი და ვიმეორებ———პედიატრულ ასკში ასპირინის დალევა მკაცრად იკრძალება. თუნდაც 15 წლის ასაკში. ჯერ ვერტიგოს და ტოქსიკურ ლაბირინთიდს გამოიწვევს, შემდეგ კი თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევა მოხდება და ჰორმონების დაზიანება.
5—–ადრე სტატიაში ავღწერე რეკლინჰაუზერის დაავადება. თუ პედიატრიულ ასაკში რძიან ყავისფერ გამონაყარს შენიშნავთ, ასევე ან ლიშის კვანძებს ან აქსიალურ ლაქებს, მითუმეტეს თუ კიფოსქოლიოზი ახლავს ,ექიმის კონსულტაცია სასწრაფოდაა საჭირო. სავარაუდოდ ნეიროფიბრომატოზია , სიმსივნე ნეიროფიბრომა . დროული,სწორი მკურნალობით ბავშვები უპრობლემოდ ცხოვრობენ.
6——თუ ბავშვი ეწ იხვისებურად დადის———ფეხების პროქსიმალური კუნთების პრობლემა აქვს. ამ დროს კუნთთა დისტროფია უნდა გამოირიცხოს.
7——ხელების კანკალი, რომელიც საქმიანობისას ან ჟესტიკულაციის დროს ძლიერდება, ტვინის ნათხემის რთული დაზიანებაა ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც და ზრდასრულობაშიც.
8——პედიატრიულ ასაკში უფრო იშვიათად, მაგრამ ზრდასრულებზე ხშირად შეგიმჩნევიათ——ადამიანს დაბალი სკამიდან ან ტახტიდან ძალიან უჭირს წამოდგომა. ამიტომ ცდილობენ მაღალ პოზიციებზე დასხდნენ. ხშირად ამას შეცდომით, სახსრის პრობლემას არქმევენ ან სიმსუქნეს აბრალიან. .ესაა პროქსიმალური კუნთების დიდი მეტაბოლური გადაგვარების პრობლემა. სწორი მკურნალობის გარეშე, ასეთი ადამიანები ნაადრევად, საბოლოოდ ზღუდავენ მოძრაობას.
9—–სმენის ნერვის ნევრინომა ,როგორც პედიატრიულ ასაკში, ისე დიდებში იწვევს——ატაქსიას, პერიოდულ თავბრუხვევას,ასევე, სახის კუნთების სისუსტეს, რომელიც ხან სახის ნერვის პარეზამდე მიდის. მასზე ხშირად არ ფიქრობენ და რჩება უმკურნალოდ .სმენის ნერვის ნევრინომა ,სტატისტიკურად სახის პარეზების ფონია უხშირესად .ის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია მომავალი ტინიტუსის ანუ ყურებში ხმაურის. რომელიც ,საბოლოოდ მწყობრიდან გამოსული—— სისხლძარღვების, ნეირონების და ნეიროტრანსმიტერების მოშლის ფონზე იწყება. ბავშვებში, შუა ყურის ანთება , რომელიც ურთულესი დაავადებაა და იმუნიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამანგრეველი————— ხან ტკივილით არ მიდის. ხალხისთვისაც ცნობილია, ტრადიციულად, რომ შუა ყურის ანთებას ძალიან მწვავე ტკივილი აქვს. ყური თავის ქალას ანატომიაში შედის. ის ყველაზე მძლავრი სატრანზიტო ხიდია ტვინში მიკრობების შესასვლელად. მენინგიტების უმრავლესობა ,სტატისტიკურად, ყურის გზით შესული მიკრობების გამოა. ამიტომ, ხშირია ყურის ანთებების შემდეგ ,როგორც პედიატრიულ ასაკში , ისე ზრდასრულებში,სმენის ნერვის ნევრიტით გართულება. რომელიც უხშირეს შემთხვევაში უმკურნალოდ რჩება და მთვლემარე ბომბია ტვინისთვის, როგორც მიკრობების ამღორძინებელი ველი . ამ დროსაა ბოლომდე დაზიანებული კაპილარები, ვენები და შედეგად აკუსტიკური პრობლემა, რომელიც ასაკში აუცილებლად იქნება ,ტინიტუსის მიზეზების მთავარი შემადგენელი. ყური ტანსაცმლის ჯიბე არ არის .ამიტომ მისი სანაცია ლარინგოლოგის მიერ ,იშვიათად მაინც უნდა განხორციელდეს. სანაცია ინსულტის მცირე პროფილაქტიკაა.
10——-ემერტეზე დაფიქსირებულ გლიოზებზე ხშირად ვსაუბრობ. რადგან ჩვენში——-ეს საკითხი, ბევრ შემთხვევაში, ეს არაფერიას ჩამონათვალში გადის. უახლესი ევროპული სტატისტიკით, ტვინის გლიოზები, ტვინის პირველადი კიბოს ყველაზე ხშირი გამომწვევებია , როგორც პედიატრიულ , ისე ზრდასრულთა ასაკში .ეს რატომ უნდა მოხდეს, როცა გარეუჯრედული მატრიქსის კომპონენტების შევსება და სტაბილურობა ,ამინომჟავების ბალანსის დაწესრიგების ფონზე გლიოზებს აქრობს.
11——ჩუტყვავილას ჩათავების ბოლო დღეებში , თუ ბავშვის მდგომარეობა არ მოგეწონებათ ,სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ. პოსტინფექციური ცერებელიტი უხშირესი და ურთულესია , თანდათან განვითარებული შედეგებით ჩუტყვავილას ალაგების შემდეგ.
12——-თუ დაწყებითი კლასების ასაკის ბავშვი სქესობრივად ნაადრევად მწიფდება და ხან სიცილს ვერ იკავებს — შედარებით კეთილი სიმსივნე —-ჰიპოთალამუსის ჰამართომა უნდა გამოირიცხოს.ის კარცინოიდია.
13——რამდენადაც შემაშფოთებლად და გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოთ, თანამედროვე მსოფლოს ბავშვთა ფსიქო—- ნევროლოგიური კვლევებით და ფსიქოლოგიური დაკვირვებებით—–ბავშვების ძალიან დიდ უმრავლესობას——-ლენოქს—-გასტოს სინდრომით——-მენტალური რეტარდაცია აქვთ .ეს საკმაოდ განვითარებულ და ნიჭიერ ბავშვებსაც ეხებათ. განუვითარებელი მშობელი გაბრაზდება ამ უზუსტეს ინფორმაციაზე. რატომ უნდა გაბრაზდეს, როცა ამათ გარდა არსებობს ფსიქიატრიული სტატუსის ფენომენი, რომელიც ადრეც გამიშიფრავს. ესაა სწავლული იდიოტის სინდრომი.თავის დარგში გენიოსია და ადამიანურ კონტაქტზე მეზობელთანაც ძნელად გადის. დავუბრუნდები ბავშვთა ამ დიდ და ძალიან გავრცელებულ პრობლემას. რომლის დროსაც ბავშვები ყველასთან სრულად კონტაქტური არიან. ლენოქს—–გასტოს სინდრომი -ტვინის ორგანული დაზიანებაა , რომელიც ზოგი დედისთვის და ხშირად ექიმისთვისაც სრულიად შეუმჩნევლად მიდის , ზოგს კი განსხვავებული დაავადებებით აქვს გამოხატული. რეტარდაცია კი ——-ფსიქიკის რომელიმე ან რამდენიმე კომპონენტის განუვითარებლობა ან ჩამორჩენაა განვითარებაში .გამოცდილ ექიმს არაფერი გამოეპარება , რადგან ამის დასადასტურებელი, ბავშვის ობიექტური გასინჯვით მიღებული ბევრი მონაცემი ხელთ აქვს. როცა ის ბავშვს ესაუბრება ამ ყველაფერს ამჩნევს. როგორც ფსიქოლოგიურ ტიპაჟზე, ისე მშობლის ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ბავშვის ჩივილებს ყვება. მაგალითად აგზნება, ადვილად გაბრაზება, ჭირვეულობა, ჯიუტობა და სხვა. ყოველი ხასიათობრივი ცდომა, ეს არის ფიზიოლოგია ——ბიოქიმიის დარღვევის გამოხატულება .ხასიათებში და მოქმედებებში გამოხატული ფსიქიკა, ეს არის ფიზიოლოგიის და ბიოქიმიის ნორმის თუ გადახრის სახე. ამინომჟავების გარკვეული კატეგორიის მატების ან კლების ან მათი ბალანსის დარღვევის გამო, ფსიქიკურად სრულფასოვანი ბავშვი და ზრდასრულიც ფსიქიატრულშიც მოხვედრილან. შორს რომ არ წავიდე, ცნობილი უილსონის სინდრომი ამის მაგალითია. როცა ღვიძლის პრობლემის გამო ფსიქიკურად სრულფასოვანი ადამიანი ფსიქიატრიულის პაციენტი ჰგონიათ. როცა ორგანულ მექანიზმებზე გადევნება უფრო მაღალ რანგში ავა, ის დროც დადგება, ბევრი ფსიქიატრიული, უიმედო პაციენტი გამოჯანმრთელდება. ახლა ისევ დავუბრუნდები ლენოქს გასტოს სინდრომს რეტარდაციით .რაც ბავშვთა ასაკიდან უკიდურესად უხშირესია. უმცირესი დაზიანებები——— მაგალითად,ნადრევი მშობიარობის ან პირიქით დაგვიანების ან კრუნჩხვის და სხვა დაავადებების გადატანის შემდეგ ან არასრულფასოვანი კვებით ან არსებული გენეტიკური გადახრებით და სხვა ფაქტორებით როცა მიიღება———ხშირად არ ყვირიან და ვერც მშობელი ამჩნევს და ვერც გამოუცდელი ექიმი. დაავადებების არასრულფასოვანი მორჩენაც და აღდგენის ეტაპის თერაპიულ-პედიატრიული დონის სიმწირე, ბავშვში ტოვებს როგორც მეტაბოლურ ზიანს , ისე ამის გამო ფსიქოლოგიურ ცდომებს. შეიძლება, ძალიან ნიჭიერ, ზედმეტად გონიერ, განვითარებულ ,პროგრესულ ბავშვს, რაღაც ფსიქოლოგიური ცდომა ჰქონდეს. თუ გარემო პირობებმა ხელი შეუწყო და ეს კონკრეტულ დაავადებად არ დაფიქსირდა, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე -შფოთვა , დეპრესია, კუნთური პრობლემა ან სხვა ნევროლოგიური გამოვლინება, მაინც ადვილად დაემართება .სწორედ ასეთი ,ორგანულად თუნდაც მცირედ დაზიანებული ტვინი ,ადვილად იღებს მეტაბოლურ რყევებს და მაგალითად ,ადვილად ემართება ღვიძლის დაზიანება და ქოლესტერინის სიჭარბე ან ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ხდებიან ან ეს არცერთი არა აქვთ , მაგრამ ოჯახური კონფლიქტების სათავე არიან და სხვა. მენტალური რეტარდაცია ანუ ფსიქიკის რომელიმე კომპონენტის განუვითარებლობა ან ჩამორჩენა, ლენოქს-გასტოს სინდრომის ფონზე, რომლის დროსაც ტვინის რომელიღაც უბნის მცირე მეტაბოლური პრობლემაა ——–დადგენილია ბავშვების უმრავლესობაში. ჰაერიდან არ მოდის ზრდასრულობაში არც გლიოზები, არც ორგანოების პრობლემები და სხვა. ესენი ყველა არასრული პედიატრიული მეთვალყურეობის შედეგია. მაგალითად, თუ ბავშვმა რაქიტი არ გადაიტანა, რომლის ატიპური ფორმები დღეს უხშირესია, მას არ დაემართება ქოლესტერინის სიჭარბე .რაქიტი მთელი ორგანიზმის მეტაბოლური დაზიანების თაიგულია. რომლის დროსაც, ტვინზე ფსიქიკის შესაბამისი დატვირთვა და ზიანია.
14——იანცის სინდრომი ბავშვებში, განსაკუთრებით 7 წლამდეა. ბავშვს მიოკლონიები აქვს, მხოლოდ, გაღვიძებიდან ნახევარი საათის მასშტაბში. მაგალითად, შეიძლება ტუჩი გვერდით გაიქნიოს ან სხვა მაგდაგვარი .მშობელს კი ეს გაღვიძების ადაპტაციის მანერა შეიძლება ეგონოს .ეს კრუნჩხვის ტიპია და უფრო მძიმეა ტვინისთვის, ვიდრე გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვა დაჭიმვით და კანკალით.
15—-პროსტატის კიბოს დროს, აუცილებელია მჟავე ფისფატაზის ანალიზი. ასევე ამ კიბოს ან სათესლეს კიბოს დროს, აუცილებელია ამ ორი მიდამოს ტუბერკულოზი გამოირიცხოს, რაც სხვა თერაპიულ სურათს შექმნის და დაავადების სიმძიმეს სწორი მკურნალობით შემოაბრუნებს.
16—–თუ ექიმს ცუდ, არაჰოჯკინის ლიმფომაზე აქვს ეჭვი, ადამიანი კი ღარიბია და არც განწყობა აქვს ბიოფსიის გაკეთების; კონკრეტულად რა სჭირს , იმის დასადასტურებლად——–გულმკერდის იაფიანი რენტგენი და სისხლში ტუტე ფოსფატაზის ანალიზი უნდა გაიკეთოს. გამოცდილი ექიმი უკვე მიხვდება ამ ორ დასკვნაზე ,არის თუ არა საერთოდ ლიმფომა და სავარაუდოდ, რომელია. რა თქმა უნდა დიდი შრომის შედეგად, როცა ამათ დიფერენციალურ დიაგნოზებს შეადარებს.
17——თუ სკოლის ან მახლობელი ასაკის ბავშვს პერიოდულად თავის ტკივილები აქვს და მხედველობის პრობლემისთვის ოფთალმოლოგიც სჭირდება ;ბავშვს ხშირად წყურია და მეტს შარდავს; პარალელურად, მომწიფების პირველ ნიშნებსაც აგვიანებს ;ნუ დაკარგავთ დროს შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის ძიებაში. უპირველესად, კრანიოფარინგიომა უნდა გამოირიცხოს, რომლის მკურნალობის დაგვიანება სიცოცხლისათვის საშიშია.
18——თანამედროვე მსოფლიო სტატისტიკით, პედიატრიულ ასაკში ,სისხლძარღვოვან პრობლემებში ლიდერობს——ცერებრული, სინოვენური თრომბოზები .რომლებიც ბავშვთა ასაკში, უამრავი დაავადების მექანიზმშია. ნელ-ნელა ასე იწყება ტვინის დაზიანება, რაც ასაკში მწიფე ფაქტორად გამოვლინდება. სისხლის თრომბული მიკროცირკულაციის მოშლის გამოა , ნებისმიერი დაავადება დაწყებული ყველა ა საკში. ამ ფონის მართვის გარეშე ყველა წამალი უსარგებლია და არ მივა დანიშნულების ადგილამდე.
19——პერიფერიული ნეიროპათია———კიდურებში კაპილარების, ვენების, სისხლძარღვების მიკროცირკულაციის დარღვევა თრომბირებით, მარტო დიაბეტის გართულება არ არის. ის——თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, უხშირესი ნევროლოგიური და უდიდესი პრობლემაა .დიაბეტი, ისედაც ყოველდღე უმოწყალოდ კლავს თირკმლებს . განგრენას დიაბეტის დროს, ასტატუსებს თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის გამწვავების ფაქტი. სისხლის მიმოქცევის აღდგენას და ჰემოსტაზის გამოსწორებას კოაგულოგრამის კონტროლით ,უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
20——-სახის ნერვის პარეზი პატარებშიც და დიდებშიც თუ ლაიმის დაავადების ფონზე მიდის, ყველაზე მეტად თავის ტვინის მეშვიდე კრანიალურ ნერვს დააზიანებს.
21——ბავშვი როცა ტრავმას იღებს და ხელი უზიანდება———მხოლოდ -იდაყვის ნერვის პრობლემად ჩათვლის დროს, პედიატრიულ ასაკში ხშირია აღწერილი შეცდომები და ეს არის ცე 8 ეტაპზე ზურგის ტვინის კომპრესია. რისი დაუფიქსირებლობა, ბავშვს მომავლის პრობლემებს შეუქმნის თანდათან.
22 -მსოფლიო პედიატრიული სტანდარტით—–თუ ახალშობილს , ძალიან იშვიათად ეღიმება და სულ ძინავს ანუ იმაზე მეტ ხანს ,რაც ნორმაა——-ვენური თრომბოზი უნდა გამოირიცხოს.
23——-ყველა მცენარე შეიცავს მნიშვნელოვან კომპონენტებს, მაგრამ არიან მცენარეები რომლებიც სამყაროს სასწაულს წარმოადგენენ. ყველა მცენარის გამოყენება, რომლის შემადგენლობა მოგვხიბლავს, ადამიანისთვის არ შეიძლება და მედიცინაში მიღებული არ არის. მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ,გამოიყენოს თუ არა ადამიანმა კონკრეტული მცენარე. მცენარის გამოყენება, ოფიციალურად ფარმაციის ხაზით, კანონით უნდა იყოს დაშვებული. ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე , მ ხოლოდ განსაკუთრებული ,უნიკალური შესაძლებლობის მცენარეები ახდენენ გავლენას. ყველაზე რთული ამერიკული, ევროპული, ჩინური, თუ სხვა ქვეყნის ვეგანური პრეპარატები,რომლებიც დღეს კიბოს დროსაც საშველი ა შესაბამისი უზუსტესი მიდგომით ,ძირითადად ,მცენარეული არიან.
ენოთერა ონაგრისებრთა ოჯახია. იგივე ონაგრა, ფურისულა , ვირისტერფა. მათი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, ძირითადად ჩინეთშია გავრცელებული. ადრე ინდიელთა ტომების ცნობილი ექიმბაშების მთავარი სამკურნალო საშუალება იყო. მხოლოდ ღამით იშლება ამ მცენარის ოქროსფრად მბრწყინავი ყვითელი ყვავილები. ა თასობით ტურისტი ელოდება ამ სასწაულს .დღისით ,თითქმის ჭკნებიან , ღამე იშლებიან და ბნელ ღამეებს ანათებენ. ამიტომ უწოდეს მას ღამის სანთელი. მთვარის შუქს , ძალას და ენერგეტიკულ შესაძლებლობებს უხვად ირეკლავენ. როცა უჯერ ცხიმოვან მჟავებს ვახასიათებ ,ყოველთვის ვამბობ ფიტოთერაპიაში ცნობილ ფაქტს, რომ არ არსებობს მეორე მცენარე დედამიწაზე, რომელიც ენოთერასავით შეიცავს , ამ რაოდენობით გამალინოლენის მჟავას. ის ომეგა 6 ია .ომეგას ყველაზე დიდი შესაძლებლობების მქონე ნივთიერება. ეს მჟავა ადამიანს უქმნის პროსტაგლანდინებს და ეხმარება მათ სტაბილიზაციაში. უამრავჯერ აღმინიშნავს, რომ ციტოკინების , პროსტაგლანდინების, ინტერლეიკინების ნორმა ნიშნავს ჯანმრთელ ,დიდი ხნის სიცოცხლეს და კიბოს შანსის არარსებობას. ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს ,პაციენტში ცხრილით გამომყავს ციტოკინ-ლეიკოტრიენ-ინტერლეიკინ-პროსტაგლანდინების სავარაუდო რაოდენობა , ყველა არსებული ლაბორატორიული მონაცემის და ჩივილების მიხედვით. მათი გადახრა შესაბამისი დაავადებები და კიბოებია. ჰორმონული, განსაკუთრებით ქალის ჰორმონული ბალანსის ნორმალიზაციაში უმთავრესი როლი აქვს პროსტაგლანდინებს. მათი გადახრაა მენსტრუალური ციკლის არევაც და ჰორმონების დისბალანსიც. ბევრი სამეცნიერო დაკვირვებით დადგინდა, რომ ენოთერას მჟავა უდიდეს როლს ასრულებს——-კისტების, ფიბროზების ,მასტოპათიების შემცირებაში და კიბოს აცილებაში. ცხიმებს შლის და ცნობილი ა როგორც წონაში დამკლები. ეპიდერმისის გამაკეთილშობილებელია და აქედან გამომდინარე, დაბერების საწინააღმდეგო. ბლოკავს კიბოს უჯრედებს .ნებისმიერი ორგანოს დაავადების დროს ნამდვილი პანაცეაა . მის ზეთს დაბერების ასაცილებლად ჰოლივუდის ვარსკვლავები კანისთვის მოიხმარენ. ენოთერას თესლის ზეთი ამ მჟავას უხვად შეიცავს. გამოიყენეთ, მხოლოდ ,ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის და კონტროლის ქვეშ, ექიმის დანიშნულებით. დოზირების დარღვევამ, შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს.
24——ნეიროტრანსმიტერების აგზნებით მიმდინარე სიმსივნეების დროს სეროტონინი ყოველთვის მომატებულია.რადგან, ის მთავარი ნეიროტრანსმიტერია. იმდენად მთავარი, რომ მეცნიერება ამინომჟავების ტოლფას რიგში აყენებდა სულ და ადრე მათთან ერთად იზომებოდა. ამიტომ ვსაუბრობ მასზე ძალიან ხშირად.კარცინოიდებზე დეტალურად ვისაუბრე მათზე სტატიაში. კარცინოიდული სიმსივნე ამინომჟავა ტრიფტოფანის ცვლას შლის ბოლომდე. ამიტომ აიწყვეტს სეროტონინი. რადგან, მას ქმნის ტრიფტოფანი. ტრიფტოფანის დაშლის დროს უკონტროლოდ დარჩენილი სეროტონინი გაავდება და ჩქარდება .ამიტომაა პერიოდული პულსის აჩქარებები სიმსივნის წინაპირობა და პარანეოპლასტიკურ—-კიბოს წინარე სინდრომის ჩამონათვალშია. აჩქარებული პულსის დროს, ისევე როგორც ნაწლავთა აშლის ან ტემპერატურის ან ჰორმონების გაავების ან ფსიქოზების დროს სეროტონინი მაღლაა აჭრილი .ის კარცინოიდული სინდრომის დროს ყოველთვის მოშლილია. კარცინოიდული სინდრომი ყველა ორგანოს დაზიანების მექანიზმშია. ის გადამგვარებელია ორგანოების .ქმნის დიაბეტს, შაკიკს; შლის ღვიძლს ,ფილტვებს თირკმლებს გულს და სხვა.
25——წითელა ბატონების გადატანიდან რამდენიმე კვირაში, ფარისებრი თუ ზომაში გაიზარდა და ვირუსის სიმპტომებია ————დეკერვენის თიროიდიტი უნდა გამოირიცხოს. ძალიან ხშირია ახალგაზრდებში და ბავშვებში.
26—–ბავშვს რომ მეტყველების პრობლემა აქვს ,რეტის სინდრომი უნდა გამოირიცხოს.
27——–ემერეტეზე არცთუ იშვიათია ლეიკოენცეფალოპათია . რომელიც ხშირად ჩვენში, ეს არაფერიაში გადის . ეს ამინომჟავების ბალანსის უძლიერესი დარღვევაა. რომლის დროსაც მათი ფიზიოლოგიური მეფე ფენილალანინიც დაზიანებულია.ეს ბუნებრივად გულისხმოსბს ფარისებრის და ორგანოების დაზიანებას, მეტ-ნაკლებად გენეტიკის მიხედვით. ლეიკოენცეფალოპათია აუცილებლად მივა ლეიკოდისტროფიამდე. ლეიკოდისტროფია გენეტიკურია . თეთრი ნივთიერების პრობლემას, გაკვრითაც რომ ახსენებს რადიოლოგი, ექიმი უკვე მობილიზებული უნდა იყოს ამ ადამიანის გადასარჩენად. უცებ არაფერი ხდება, მაგრამ,თეთრი ნივთიერების უმცირესი პრობლემა თუ იხსენება ემერეტეს დასკვნაში , მისი დაზიანება ყოველდღე მატულობს .ეს კერები პერსპექტივაში ერთიანდებიან და მათი მომავალი ——-ინსულტია. არათუ ერთი ,არამედ, დინამიკაში რამდენიმე ინსულტი. ინსულტებია იმ შემთხვევაში, როცა ლეიკოდისტროფია ჩამოყალიბდება. სხვა შემთხვევებში კი ეს გადახრა განვითარებას ჰპოვებს, დამბლებში, გაფანტულ სკლეროზსა ან ალცჰაიმერში . ასევე ბავშვების გონებასუსტობაში. დაფიქსირებული ლეიკოენცეფალოპათიის ან თეთრი ნივთიერების დაზიანების უმცირესი ნიშანის დროს, განგაში უნდა გამოცხადდეს სისხლძარღვების გადასარჩენად .სწორი მიდგომით პროცესის შეჩერება შეიძლება. ტვინის სისხლძარღვების ანგიოლოგიური პრობლმა მარტო დამბლას და ინსულტს არ ქმნის, არამედ ყველა ორგანოს გადამგვარებელია. ტვინი მართავს ორგანოებს. გულის სტენტირება ვისაც დასჭირდა ამ პრობლემით აქვს დაზიანება დაწყებული. მექანიზმით ლეიკოდისტროფიის მიტოქრომატული ტიპი——განსაკუთრებით მიდრეკიალია ინსულტებისკენ. თუ ემერტე თეთრი ნივთიერების ,თუნდაც, უმცირეს პრობლემას გვიჩვენებს, ასევე უნდა გამორიცხო კრაბეს დაავადება. თეთრ ნივთიერებას მეცნიერები კომპიუტერის სადენებს ადარებენ. მათი დაზიანება მენტალური კონტაქტის თანდათან დარღვევაა გარშემომყოფებთან. აქ სწორი მიდგომა გულისხმობს ამინომვების ბალანსის გაანგარიშებას და მათზე დაყრდნობს. სტანდარტული ნევროლოგიური წამლებით ის არ გაუმჯობესდება.
28——–რამდენიმე ჩივილით არ უნდა დაკმაყოფილდეს ექიმი, ზუსტი დაგნოზის დასმის დროს. მაგრამ რეალობაა, რომ მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით—– მთელი ქვეყანა იოდდეფიციტის ენდემიური კერა ვართ. ამიტომ,კანის სიმშრალე, ყაბზობა, ძილიანობა,ნელი პულსი თუ გაქვს ესე იგი, ფონად მაინც , ჰიპოთირეოზი გაქვს.
29——დღევანდელ ვითარებაში და რეალობაში უამრავ ადამიანს კარდიოექოსკოპიაზე დასკვნაში ეწერება——ტრიკუსპიდული უკმარისობა, რომელიც ხშირად ჩვენში —– ეს არაფერიას ჩამონათვალში გადის .მსოფლიო სამედიცინო სტანდარტით, ეს უკვე გულის მანკად ითვლება.
30——-ვერნიკეს ენცეფალოპათიის დროს, რომელიც თითქმის სრული დამბლაა, წამყვანია———ბე პირველი ვიტამინის ტოტალური დეფიციტი.
31——-მედიცინის დიდი ხნის სტანდარტია—— ბე 12 ის დეფიციტს ხშირად იწვევს ლენტისებური ჭიები, რომლებსაც ღვიძლში ძალიან უყვართ ცხოვრება.
32—–ბევრჯერ განვმარტე და გავიმეორებ———რენტგენზე რომ ოსტეოფიტებს წერენ დასკვნაში და მარილების პრიმიტიულ ინტერპრეტაციას აძლევენ, ეს არა მარილები, არამედ ოსტეოართრიტია.
33——-ასთმით დაავადებულმა მაღალი წნევის დროს რომ ანაპრილინი მიიღოს———-სიცოცხლისათვის კრიტიკულად საშიში მდგომარეობა დადგება.
34——–პროგესტერონი რომ ნორმაშია —-ქალს მადა ზომიერი აქვს ,ტკბილეულისკენ არ მიიწევს და მყარი ემოციით გამოირჩევა . როცა ქალი ემოციას ვერ აკონტროლებს———ყვირის, ბრაზობს ,წუწუნებს, ყველაფერს იწუნებს ;თავისი ჰიპერტროფირებული მე—–სგან და ამბიციისგან გადასკდომაზეა ; თავი შეუცვლელი და ყველაზე უკეთესი ჰგონია; ზედმეტი სიამაყისგან აქაჯებულია; სხვისი დაჩაგვრა და დაცინვა ადვილად შეუძლია ; სამაგიეროს გადახდის ჟინი, შური და ბოღ მა ახრჩობს—————– მაშინ, განსაკუთრებით, მისი პროგესტერონი და სხვა ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერებიც ლაბორატორიულად ნორმაში არ არიან.
35—ფილტვის სურფაქტანტი ,ალვეოლებში და ბრონქიოლებში არსებული ჰაერ——-სითხეა. სურფაქტანტს აკონტროლებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები. ანუ——–თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების ცდომის გარეშე ,ფილტვის ფიბროზი და კიბო კი არა, არამედ ბრონტიქი, ფილტვების ანთება და ბრონქოსპაზმიც არ დაემართება ადამიანს. სურფაქტანტის მთავარი ფუნქციაა ფილტვის ალვეოლების მდგრადობა——ზედმეტი ან ნაკლები დაჭიმვის აცილება .ჯანმრთელი სურფაქტანტი, ფილტვში არ აჩერებს ლორწოს, ბაქტერიებს ,ზედმეტ სითხეს, ალერგენებს ვირუსებს. სურფაქტანტის მთავარი ცილები ლექტინებია,რომლებიც ფლავონოიდების თემაში დეტალურად ავღწერე .განსაკუთრებით -spa და spd. პედიატრიულ კონტიგენტში გაციების დროსაც ეს ორი ცილა შემცირებულია. ეს ორი ცილა ფოსფოლიპიდების შრეს ანმტკიცებს და კიბოსგან იცავს ფილტვს .სურფაქტანტი——-ცილოვან-ცხიმოვან——-ნახშირწყლოვანი აპკია ალვეოლებში , ჰაერის და სითხის საზღვარზე .მისი მთავარი როლი ალვეოლის დრეკადობის შენახვაა, რომ მათში კოლაგენი ,ელასტინი და მთავარი ხერხემალი—ფილტვი ს სპეციფიკური —-ამინომჟავები არ ჩაიშალოს .ლექტინები ყველაზე მეტი—-ლობიოშია.
36——თუ ღებინების შემდეგ შველა გაქვს, მსუბუქი პანკრეატიტის ფონზე კვებითი ინტოქსიკაციაა. თუ ღებინების შემდეგ შველა არ გაქვს და ისევ გულისრევის შეგრძნებაა, მწვავე პანკრეატიტია. მარაზმული სტილით ,მაღალი დონის მედიცინაში აღარ ხდება მწვავე პანკრეატიტის დადასტურება, როცა აუცილებლად უნდა ყოფილიყო სარტყელისებური ტკივილი.
37——ფარისებრის კიბოს მთავარი, წინწამოწეული სიმპტომებია—–კალციუმის მატება, ოსტეოპოროზი, ნეფროკალცინოზი ანუ თირკმლებში და მის გამომყოფ მილაკებში კალციუმის მარილების ჩაკირვები, რაც ხან კონკრემენტებით ანუ კენჭებით გამოიხატება. კალციუმის მატება ამიტომ არის ,კიბოსწინარე——პარანეოპლასტიკური სინდრომის ჩამონათვალში.
38—ფილტვის კიბო იწყება ბრონქის ეპითელიუმიდან. ბრონქოსპაზმს უფრო სერიოზულად უნდა შეხედოთ . ბრონქოსპაზმის დროს ანტიჰისტამინურებზე დაყრდნობა და მხოლოდ სპაზმის გახსნა , მისი არასრულფასოვანი, ჩამორჩენილი, უხარისხო მკურნალობაა. ფილტვის კიბოს მკვეთრ რისკებს ქმნის———–სიგარეტი; ფიტვების ქრონიკული, არასრულფასოვნად ნამკურნალები დაავადებები; ასევე განსაკუთრებული მიზეზებია——- აზბესტი, ნიკელი ,ბენზპირენი, დარიშხანი და ქრომის მარილები. თუ ოქსიდაციურ სტერესს არ დაშლი , რომელსაც ქმნის კიბოს თავისუფალი რადიკალების სიჭარბე, არასაჭირო ნივთერებების დაგროვების გამო, ფილტვი გაჯანსაღებას არ დაიწყებს .ყველა დაავადების დროს სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერების სიჭარბეა ორგანიზმში, რაც ინდივიდუალურია თითოეულ ადამიანში. ამიტომ ვითხოვ ყველა პაციენტისგან სპექტრულ ანალიზს.
39——სიმსივნეთა წარმოქმნის ბიოლოგიური აგენტების ჩამონათვალში, უპირველესია ებშტეინ- ბარის ვირუსი. ამიტომ, მონონუკლეოზის გადატანის შემდეგ, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოთ. სამყაროში არ არსებობს შანსი——– ღვიძლი მონონუკლეოზს ჯანსაღად გადაურჩეს . სწორი მკურნალობით ადამიანები აუცილებლად გაიხანგრძლივებენ სიცოცხლეს ნებისმიერი დაავადების დროს. ღვიძლი რომ სრულფასოვანი იყოს, არც დაემართებოდა ეს და სხვა დაავადება. მსოფლიო მედიცინაში ცნობილია ფაქტები, რომ ცე ჰეპატიტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმიდან სრულიად უმკურნალოდ გავიდა. რადგან, ამ ადამიანს კარგი იმუნიტეტი ჰქონდა. სრულიად ჯანმრთელი ღვიძლი , კარგი იმუნიტეტის საზომი პარამეტრია. ღვიძლი მუხლს იდრეკს უკვე და დაავადებებიც ადვილად შემოდის, როცა მისი 500 ფუნქციიდან, 200 -მდე უკვე მწყობრიდან გამოსულია.