დაზუსტება-პიტბული  ოზურგეთის პოპულაციის ცენტრის კარანტინშია მოთავსებული

პიტბულის ჯიშის ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ორი ბავშვი დაკბინა, ოზურგეთის  პოპულაციის ცენტრის კარანტინშია მოთავსებული და აქ ის არა მკურნალობას არამედ დაკვირვების პროცესს გადის

როგორც პოპულაციის ცენტრის უფროსმა, ქრისტი ორაგველიძემ “გურიის მოამბეს” უთხრა, ძაღლი სტრესშია და ის  კარანტინშია მოთავსებული-:

“ძაღლს არ უტარდება მკურნალობა რადგანაც არ აღენიშნება დაავადების ნიშნები,მას უტარდება ვეტერინარული საკარანტინე დაკვირვება რაც კანონმდებლობის შესაბამისად და მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად წარმოადგენს 10 დღიანს ზედამხედველობას, დაკბენილ ადამიანს(ამ შემთხვევაში მის მეურვეს) უნდა ვაცნობოთ ათი დღის შემდგომ ძაღლი იქნება თუ არა ცოცხალი. ამიტომ ხდება ვეტერინარული ათ დღიანი ზედამხედველობა”

უთხრა “გურიის მოამბეს” ორაგველიძემ.

“როგორც კი სტრესი გაუვლის ჩვენ მას მსურველზე გავასხვისებთ, სამწუხაროა რომ ჩვენში ძაღლებს სილამაზის მიზნით აიყვანენ ხოლმე და უმრავლესობამ არ იცის როგორ მოუაროს მებრძოლი ჯიშის ძაღლს” გვითხრა ცენტრის უფროსმა.

პიტბულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ორი ბავშვი, რამდენიმე დღის წინ დაკბინა, მათგან ერთი ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მეორე კი თბილისის იაშვილის კლიონიკაშია გადაყვანილი, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ წუთებშიც ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. მისი მდგომარეობა, მედიკოსთა თქმით, მძიმეა, თუმცა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისათვის-“გურიის მოამბეს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ოზურგეთის პოპულაციის ცენტრი ოზურგეთის მერიის დაქვემდებარებაშია-რასაც ქალბატონი ქრის ტი უზუსტობას უწოდებს და აცხადებს, რომ ცენტრი ინდმეწარმე ლერი ჩხარტიშვილის საკუთრებაა ოზურგეთის მერია კი ცენტრს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში აფინანსებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share