რუსეთში დასავლური ბიზნესის მოცულობა სსრკ-ის დაშლის დროინდელ მონაცემებამდე დაეცა – მედია

“რუსეთს “ვალუტის ფარდა” თავში ეცემა” – ამის შესახებ უცხოური მედია წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთში, უკრაინასთან სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლური ბანკების ბიზნესის მოცულობა საბჭოთა კავშირის დაშლის დროინდელ მონაცემებამდე დაეცა.

მათივე ინფორმაციით, ფინანსური ხიდები, რომლებსაც რუსეთი დასავლეთთან სამი ათეული წელი აშენებდა, მთლიანად დაიწვა.

RBI- ის შეფასებით, 2023 წლის ბოლოს, რუსეთში უცხოური საკრედიტო ინსტიტუტების აქტივები მხოლოდ 66 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თავისთავად 2021 წლის ომამდელი დონის ნახევარი (119 მილიარდი დოლარი) და თითქმის ოთხჯერ დაბალია, ვიდრე 2012 წელს დაფიქსირებული რეკორდი (239 მილიარდი დოლარი).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share