მტკიცებულებები “ქართული ოცნების” ოფისიდან – არჩევნების გამყალბებელი ხელისუფლების მხილებას აგრძელებს

ქართულმა ოცნებამ ლაშა ლაბაძის აღიარებითი ინტერვიუს შემდეგ მტკიცებულებები მოითხოვა, ოცნების ამ მოთხოვნას კი გამყალბებელმა უპასუხა და დოკუმენტები  რომელიც სავარაუდოდ არჩევნების გაყალბებას ასახავს მთავარ არხს მიაწოდა, 40- მდე დოკუმენტის შესახებ  კითხვებს თავად ლაშა ლაბაძეს პასუხობს, საიდან მოხვდა მის ხელში  და რას ადასტურებს.

ლაბაძე ამტკიცებს, რომ დოკუმენტები ქართული ოცნების ისნის რაიონის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ მიაწოდა, მისი გაშიფვრის შემდეგ ჩნდება ეჭვი რომ მმართველი პარტია ადამიანების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და სხვა პრობლემებს სასარგებლოდ იყენებს, განცხადებები რომელიც ოქტომბრის თვით თარიღდება ამას ადასტურებს.

მაგალითად, მარტოხელა მოხუცი ისნის გამგეობას ერთჯერად დახმარებას სთხოვს, რადგან მაღაზიაში ვალი აქვს. ნელი მერაბოვა გვიდასტურებს რომ 41 ის შემოხაზვის სანაცვლოდ 150 ლარს დაპირდნენ. ხმა ოცნებას მისცა, თუმცა ფულს ამ დრომდე ელოდება.

ყველა ის პირი, რომელთა  განცხადებებიც წინასაარჩევნოდ ოცნებას ჰქონდა, საკუთარი წერილის ავთენტურობას ადასტურებს, ამბობენ, რომ წერილებს ისნის რაიონის გამგეობაში ტოვებდნენ.

ისანში პარტიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძეა, ეს ნიშნავს იმას რომ ის ისანში ხელისუფლების მთავარი პირია, გამგებელი კი ყველა წერილს სწორედ მასთან აგზავნიდა. გამოდის, რომ  კახა ლაბუჩიძე ადმინისტრაციულ რესურსს პარტიისთვის იყენებდა.

ლაშა ლაბაძის მიერ გადმოცემულ დოკუმენტებში, სავარაუდოდ ქართული ოცნების მხრიდან მოსყიდული ამომრჩევლებიც არიან. მხოლოდ 2021 წლის სექტემბრის თვეში სრული ხარჯი 10,900 ლარია. ეს ფინანსური დოკუმენტების მხოლოდ მცირე ნაწილია. ჩვენ ამ სიაში მყოფ პირებს  დავუკავშირდით და გავეცანით როგორც ოცნების წარმომადგენელი. ჟურნალისტურ ექსპერიმენტში ნაწილმა თანხის მიღება დაადასტურა.

ადმინისტრაციული რესურსის პარტიის სასარგებლოდ გამოყენების გარდა, დოკუმენტებით დგინდება რომ ქართულმა ოცნებამ  ამომრჩევლების მთელი პერსონალური ინფორმაცია იცის.  ადამიანებს რომლებიც სახლში გაკითხავენ და თქვენს პოლიტიკურ სიმპათიებს ამოწმებენ არ აქვთ უფლება ფლობდნენ ამ ინფორმაციას,ისინიც სისხლის სამართლის დანაშაულის მონაწილეები არიან,  ვინ მიაწოდა პარტიას თქვენი პერსონალური ინფორმაცია რომელზეც უკვე რიგით აგიტატორსაც ხელი მიუწვდება.

დოკუმენტებით დგინდება, რომ ირაკლი კობახიძის პარტიამ იცის ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა, ეს ინფორმაცია ახლა ოცნების ყველა რიგით წევრს აქვს, არადა შეუძლებელია ამ ინფორმაციაზე ვინმეს ჰქონდეს წვდომა რადგან ეს სამაგიდო სიაა რომელიც  ისნის საოლქო კომისიაში არჩევნების შემდეგ ივსება ილუქება და ცესკოს ცენტრალურ ოფისში იგზავნება სადაც შემდგომში უნდა განადგურდეს.

ოპოზიცია ამბობს რომ სიები ოცნებას ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ფიქრია ნიკოლაშვილმა გადასცა სანაცვლოდ კი მისი ძმა ისანში ტენდერებს იგებს.

ლაშა ლაბაძეს მეტრომშენის 5 უბანი ებარა, ეს დაახლოებით 6500 ამომრჩეველს უდრის. დოკუმენტების მიხედვით, თანხა, რომელიც მის უბანში დაიხარჯა კოლოსალურია, დოკუმენტის ხარჯთაღრიცხვით დგინდება რომ მხოლოდ სექტემბრის თვეში ლაბაძის შტაბმა 18.500 ლარი დახარჯა.

წინა ინტერვიუდან ვიცით რომ მას პირველი ტურისთვის პარტიამ შავი ფულიდან 28 ათასი ლარი მისცა, მეორე ტურისთვის კი 38 ათასი ლარი, ეს ხარჯი მხოლოდ 5 უბანზე გაიცა საქართველოში კი 3600 უბანია, თუ ოცნება ამ სქემით ყველა უბანზე მუშაობს ნიშნავს რომ პარტია ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. ახლა მთავარი კითხვაა არის თუ არა ეს თანხა დეკლარირებული.

ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომელთა მიმართ კითხვები გაჩნდა, კახა ლაბუჩიძე და კახი კახიშვილი, რომელიც ისნის რაიონის მაჟორიტარია პარლამენტში,  კომენტარს არ აკეთებენ ამით შესაძლო იყო დოკუმენტების წარმომავლობის დადგენა, ახლა კი ეს შესაბამისი უწყებების საქმეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share