ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო.
შეჯიბრი დღეს გეზრბენში ჩატარდა და 15 სკოლა იღებდა მონაწილეობას. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც თასები, მედლები და სიგელები გადაეცა.
ღონისძიება ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ პანდემიის გამო, ორი წლის შემდეგ, წელს პირველად ტარდება ოლიმპიადა. მონაწილეებს წარმატებები და გამარჯვება უსურვა.
სასკოლო ოლიმპიადას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასკოლო ოლიმპიადა კიდევ სპორტის 8 სახეობაში ჩატარდება.