“ოცნების” მაშველი რგოლი – სუს-ი და “სახელმწიფო გადატრიალებების” ქრონიკა

ისევ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმე – გადამწყვეტი არჩევნების წინ ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი იარაღი კვლავ სუს-ია.

ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ყოველთვის როდესაც სახელისუფლებო დაჯგუფება კარგავს მოსახლეობის ნდობას,  ხელიდან ეცლება ძალაუფლება და მართვის ბერკეტები კლანის მაშველ რგოლი სუს-ი ხდება, რომელიც უმძიმესი მუხლით იწყებს გამოძიებას.

ასე მოხდა ამჯერადაც. პოლიტიკური კრიზისის პიკში, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ქართულ ოცნებას პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს და საქართველოში დევნილი პრეზიდენტის დაბრუნებამ, თავდაყირა დააყენა ოცნების გეგმები და ხელისუფლებამ ისევ არ არსებული ელექტროშოკებისა და საბურავების საწყობის ძებნა დაიწყო. თუმცა ცხადია ეს მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა და ხელოვნურად ქართული ოცნების მმართველობის გაგრძელების მცდელობაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share