“ამ ეტაპზე ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა” – ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

“ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტაციონარში უნდა იმყოფებოდეს.

“ვინაიდან პაციენტი იმყოფება კლინიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა ამ ეტაპზე… ამ ეტაპზე მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში მკურნალობა” – ამბობს ზურაბ ჩხაიძე 

შეგახსენებთ, რომ  გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვენ. დღეს კი ამ თემაზე უკვე “ოცნებაშიც” ალაპარაკდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share