ქუთაისის ბულვარში არსებული კაფე “სავანეს” მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე ქალაქის მერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
როგორც ტურაბელიძემ “მთავარის” იმერეთის კორესპონდენტს განუცხადა, იოსებ ხახალეიშვილმა მას ნაძირალა უწოდა და ხელი ჰკრა.
“ქალაქის მერის ნახვის შესაძლებლობა მოგეხსნებათ, ჩვენ იშვიათად გაქვს, შესაბამისად, ვიცოდი, რომ ნაძვის ხის ანთებაზე იქნებოდა და მივედი მასთან, მან კი ნაძირალა მიწოდა და ხელი მკრა. მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ქუთაისის ჰყავს ასეთი მერი”, – განაცხადა ტურაბელიძემ.