რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პრესმდივნის, რაისა ნოვიცკის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 39 მოქალაქეს უარი ეთქვა მოლდოვაში შესვლაზე, რადგან ისინი „არ აკმაყოფილებდნენ შესვლის პირობებს“. მათ შორისა მოხვდა ფირცხალავაც, რომელსაც ადგილობრივი მედია “რუს მომღერლად” მოიხსენიებს.

ფირცხალავა 24 დეკემბერს, ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ იყო ორგანიზებული. მას მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბანკებიდან მილიარდის მოპარვის გამო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share