გურიის რეგიონის 2023 წლის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული მინდია ჩხიკვიშვილი გახდა

გურიის რეგიონის 2023 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში უკვე დასრულდა. გამარჯვებული  მინდია ჩხიკვიშვილი გახდა. მინდიამ ეს ტიტული უკვე მესამეჯერ მოიპოვა. მანამდე იგი 2002 და 2016 წელს ფლობდა რეგიონის ჩემპიონობას. მას ეკუთვის რეკორდიც, ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში ჩემპიონობა (2002 წელს იგი 14 წლის იყო). იგი სპორტის ეროვნული ოსტატია, ეწევა ნაყოფიერ სამწვრთნელო საქმიანობას, არის აქტიური მოჭადრაკე 2000 მეტი რეიტინგით.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share