ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით თანამდებობების პირებს ხელფასები გაეზარდათ

ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე, ოზურგეთის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ნიუჯეტის მიხედვით ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ყოველთვიური ხელფასები 10% გაეზარდათ

მაგალითისათვის ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ხელფასმა 6 000 ლარს გადააჭარბა, ისევე როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას ხელფასის ოდენობამ

სხდომა ოპოზიციისა და უმრავლესობის წარნონადგენელთა დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა

ხელფასის მატებას ოპოზიცია აპროტესტებდა,  მოგვიანებით მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share