გურიის 28- ე ჩემპიონატი საზეიმო ვითარებაში დაიხურა.
პირველ სამეულის მედალოსან მოჭადრაკეებთან ერთად ( მ.ჩხიკვიშვილი, მ.აფხაზავა, გ.გოგოლაური) დაჯილდოვდა საპრიზო ხუთელში შესული წარმატებული მოჭადრაკეებიც (გ.სიამაშვილი, ნ. გვარჯალაძე და ტ.ხუხუნაიშვილი) , რომლებიც ,შესაბამის მედლებთან და დიპლომებთან ერთად დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით და ფასიანი საჩუქრებით. ცალკე დაჯილდოვდა ქალთა შორის წლის საუკეთესო შედეგების მქონე , დები ნათია და ლიზი ვასაძეები. შესაბამისი მნიშვნელობა მიენიჭა ბლიც-ტურნირის შედეგებს, რომელმაც პრაქტიკულად რეგიონალური პირველობის სახე მიიღო. აღინიშნა ახალგაზრდა მიხეილ აფხაზავას უდანაკარგოდ აღებული პირველი ადგილი.
აუდიტორმა როდერი მექვაბიშვილმა განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოვა ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა და ქვეყნის მასშტაბით წარმატებული 8 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი, რომელმაც წელს განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია , როგორც საქართველოს , ისე ევროპის და მსოფლიო პირველობაზე.
ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალი გაგრძელდა ტრადიციული ლანჩით, რომლის საზეიმო განწყობას ამაღლებდა წინასახალწლოდ მორთული და გაჩახჩახებუ ლი ჩვენი ქქალაქი.