ხაშურში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა

ხაშურში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა – როგორც ფორმულას წყარო უყვება, არასრულწლოვანმა ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში იმშობიარა. ის მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

ფორმულა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა – უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ მოზაიკამ გაავრცელა. მოზაიკა წერს, რომ გოგო ადრეული ქორწინების მსხვერპლია და ის “არაოფიციალურად იყო დაოჯახებული”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share