„ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ სრულად მართვადია. გვაქვს ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს. დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღესაც 24 ათას 600 შემთხვევაა ახალი. გამოვლენის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია. ბოლო 30 დღის განმავლობაში 60 ათასი ტესტი გვაქვს დღეში და დღეს 73 ათასის ფარგლებშია. აქტიური შემთხვევა 210 ათასია და ეს იმართება ჯერჯერობით. მთავარი ზეწოლა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე მოდის. შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმზე არ არის ჰოსპიტლებში, სულ 6 ათასი ადამიანია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.