„რაც შეეხება ომიკრონის“ შტამს, დღეს ქვეყანაში 95% „ომიკრონი“ ცირკულირებს – ორივე ქვეშტამი, ე.წ. BA1 და BA2. ჩვენი კვლევებით, BA2-მა 75%-ით ცირკულირებს და სჭარბობს BA1-ს. BA2 ხასიათდება უფრო სწრაფი გადამდებლობით, მაგრამ ამავე დროს მას არ აქვს უფრო მეტი ვირულენტობა, ანუ უფრო მეტი აგრესიულობა. მაგრამ BA2 გარკვეულწილად ახანგრძლივებს პიკურ პერიოდს. ქვეყანა ახლა პიკშია, მაგრამ რამდენი ხანი გახანგრძლივდება ეს პიკი, ჩვენ ქცევაზე ბევრად არის დამოკიდებული – როგორ ვატარებთ პირბადეს, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია და კვებით მიმდინარეობს ეს დიდი თავშეყრები, ასევე, რამდენად უფრო აქტიურად გავიკეთებთ „ბუსტერს”. ამით შევძლებთ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ ეს მე-6 ტალღა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.