“მელაძის შაბათის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, პოლიტიკაში ოფიციალურად მესამედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი მოქმედ პრემიერ-მინისტრზე უკიდურესად გაბრაზებულია.
წყაროს მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, ყველაზე მეტად ოლიგარქი მაშინ განრისხდა, როცა პრემიერის მიერ სამთავრობო ბორტით მგზავრობის დეტალები გაიგო.
“ეს რა უბედურებაა, უტაც კი ბილეთს ყიდულობს” – უთხრა წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა სუს-ის შეფს გრიგოლ ლილუაშვილს, რომელიც ამ დრომდე ოლიგარქის სანდო კადრია.
აღსანიშნავია, რომ დღეს “ქართული ოცნების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა “კორუფციაზე” მიანიშნა. ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის ე.წ. კახური კლანი გახდა.
ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა , მტკიცებულებებით გავრცელდა.
ირკვეოდა, რომ მთავრობის მეთაურმა უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.
ჟურნალისტური გამოძიებით დასტურდება, რომ პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.