30 დეკემბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 513 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 1 167-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში – 497, ხარკოვის ოლქში – 304, კიევის ოლქში – 141, ჩერნიგოვის ოლქში – 72, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 97, ხერსონის ოლქში – 132, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777, ლუგანსკის ოლქში – 67.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.