ოჩამჩირეში, რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს, ივანიშვილმა დაიწყო:
“2013 წელს ივანიშვილმა ალასანიას უთხრა: “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზეო”. სწორედ ამიტომ, “როიალ კარიბიანის” ტერმინალის და ლაზიკას პორტის პროექტის გაუქმება შეგნებული სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც ოჩამჩირის პორტით დაგვირგვინდა.
დააკვირდით, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ ბჟანიას რომ არ წამოსცდენოდა, ვერც გავიგებდით. მოსკოვს ესმის, რომ ამ პროექტით აზიანებს თავის მარიონეტებს თბილისში, მაგრამ უკრაინაში წარუმატებლობა სხვა გზას არ უტოვებს, არა უშავს, ოჩამჩირეში სულ მალე იქნება ქართულ-უკრაინული ერთობლივი საზღვაო ბაზა და ლაზიკას პორტი, ქალაქიც აშენდება და ამ საზღვაო ბაზის მიერ საიმედოდ იქნება დაცული.” წერს მიხეილ სააკაშვილი.