გასული წელი უდავოდ ისტორიული იყო ჩვენი ქვეყნისთვის – ერთია, რომ კულტურულად, რელიგიურად, იდენტობით ჩვენ თავს ამ ქვეყნის მოქალაქეები ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილად აღვიქვავდით, მაგრამ მეორეა, რომ თავად ევროკავშირმა გადადმოდგა ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენსკენ, გადააბიჯა მათ შორის გეორგაფიულ ბარიერებსაც და 2024 წელს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსით ხვდება. ეს კი საქართველოსთვის ძალიან დიდ მიღწევასაც ნიშნავს და დიდ გამოწვევასაც, რომლის რეალიზებისთვის ძალიან დიდი სამუშაო იქნება გასაწევი.
2023 წელი კი ნამდვილად არ იყო ადვილი, და სწრედ ევროპულ გზაზე ძალიან ბევრი ხელოვნურად აღმართული ბარიერის მომსწრენი გავხდით, როგორც იყო მაგალითად მცდელობა, რუსული კანონი მიეღო საპარლამენტო უმრასვლესობას და ამით დაესამარებინა ევროპული მისწრაფებები. პირველად ვიხილეთ სანქციებიც დასავლეთის მხრიდან, რომელიც საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეხოთ, და ვიხილეთ კიდევ უფრო მკაცრი ზომები ყოფილი მთავარი პროკურორის მისამართით, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსული ეფესბეს აგენტობაში ამხილა.
გიორგი გვიშიანი შეეცადა, თავი მოეყარა წლის ყველა მთავარი მოვლენისთვის, რომელმაც განსაზღვრა 2023 წლის დინამიკაც და მეტწილად ისიც, თუ რა იქნება მთავარი გამოწვევები უკვე ახალ 2024 წელს.