თუ ჩვენ განზე გადავდგებით, როგორ ფიქრობთ, რა მოუვა ბალკანეთის ქვეყნებს? რა მოხდება პოლონეთიდან უნგრეთამდე მის პრემიერ ორბანთან ერთად? – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ შეერთებული შტატები უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე და რუსეთი მოახერხებს მიზნების მიღწევას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება პირდაპირ საფრთხის ქვეშ დადგება. ამერიკის ქალაქების მერებთან სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, რომ შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინელებს.

“თუ ჩვენ განზე გადავდგებით და რუსეთი შეძლებს შეტევის გაგრძელებას და უკრაინის დაპყრობას, როგორ ფიქრობთ, რა მოუვა ბალკანეთის ქვეყნებს? რა მოხდება პოლონეთიდან უნგრეთამდე მის [პრემიერ ვიქტორ] ორბანთან ერთად?” თქვა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია უკრაინის სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი, რადგან რესპუბლიკელები, რომლებიც აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას, მას ეწინააღმდეგებიან და სანაცვლოდ პრეზიდენტისგან იმიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრებას ითხოვენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share