როგორ აპირებდნენ გურულები მე-19 საუკუნის ბოლოს დასავლეთ ევროპის ბაზარზე გასვლას

ვინ იყვნენ გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალის” წევრები და როგორ აპირებდნენ გურულები მე-19 საუკუნის ბოლოს დასავლეთ ევროპის ბაზარზე გასვლას
.
„წინდახედულებამ გურიაში ბევრგან დაარსა სასოფლო ბანკები, მაგ., ოზურგეთში, ბახვში, მაკვანეთში და სხვ. დაარსა აგრეთვე ამხანაგობანი, როგორც გურიის სავაჭრო სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალი“, რომელის 1997 წელს დაარსდა, და მეორე „შრომა და „კაპიტალი“, რომელიც დაარსდა შარშან და „ეტლთა საზოგადოების ამხანაგობა“, რომელიც 1891 წელს დაარსდა და სხვა.“ (კონსტანტინე გვარამაძე)
.
გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალის“ კრების ოქმებს, როგორც ოქმებიდან ჩანს ამხანაგობის კრება რამდენიმე ეტაპად 1898 წლის თებერვალსა და მარტში ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის შენობის დარბაზში გაიმართა და მისი მიზანი გახლდათ გასული წლის ანგარიშის მოსმენა და ამხანაგობის ახალი გამგის არჩევა, რა დროსაც კანდიდატისათვის წაყენებული მთავარი მოთხოვნა „ევროპის ბაზართან დაახლოება“ გახლდათ და შუამავალის თავმჯდომარისათვის კონსტანტინე თავართქილაძისათვის წაყენებული სხვა პრეტენზიებთან ერთად მას საყვედურობდნენ იმას, რომ გურიის აბრეშუმის ევროპის ბაზარზე გატანა ვერ მოახერხა. კრებამ თავმჯდომარე სოლომონ ჭეიშვილი აირჩია, თუმცა კრების ოქმი განსაკუთრებით საინტერესოა ამხანაგობის წევრების ვინაობის თვალსაზრისით.
.
ამონარიდი ოქმიდან: ნ. ჟორდანია – „ჩემის აზრით კი უნდა ვიშოვოთ ისეთი კაცი, რომ დასავლეთ ევროპას დაუახლოვოს ჩვენი ბაზარი, და ჩვენი ნაწარმოები იქ გაიგზავნოს. თქვენ ბატონებო, ეს პატარა კუთხე კი არ შემოგცქერით მარტო არამედ მთელი საქართველოს თვალი თქვენზედაა მოპყრობილი“ „ბატონი კაკაბაძე სწორედ, რომ ზედგამოჭრილია ჩვენთვის.“
.
სხდომის მიმდინარეობაში მონაწილებას იღებდნენ და ამხანაგობის წევრებად მოხსენიებულინი არიან: ნოე ჟორდანია; სილიბისტრო ჯიბლაძე; ისიდორე რამიშვილი; დიმიტრი კალანდარიშვილი; ფილიპე მახარაძე; ილია მგელაძე; აპოლონ წულაძე; ერმილე ნაკაშიძე; სოლომონ ჭეიშვილი; ნიკო თავდგირიძე; კონსტანტინე თავართქილაძე; ილია მგელაძე; დავით გუგუნავა; ყარამან მამულაიშვილი; ივანე ჭეიშვილი; კარლო ჩხაიძე; ვასილ ხუნდაძე; სპირიდონ მენაბდე; მიხეილ თუმანიშვილი; ივანე ბერეჟიანი; გრიგოლ ვოლსკი; ნესტორ წერეთელი; ივანე თიკანაძე; ალექსანდრე თოიძე; ხარიტონ ანთაძე; ნიკო ჟორდანია; არტემ წითლიძე; ექვთიმე ბერძენიშვილი; ესე ორაგველიძე, იაგორ გვარჯალაძე; არსენ თოხაძე; სიმონ გუგუნავა; ესე ქადეიშვილი; გრიგოლ პავლოვი; ტარიელ ჩხეიძე; კოსტანტინე ჟორდანია; გიორგი მარგალიტაძე და სხვები;
.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე თავად განსაჯეთ რა მნიშვნელობა ჰქონდა გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალს“ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს მომავალი ისტორიისათვის.
.
ცნობის ფურცელი 1898 წელი 13 მარტი N480
ჟურნალი მოგზაური 1901 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share