ივანიშვილს შეუძლია, საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულოს – კობახიძე

”როცა საუბარია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უმნიშვნელოვანესია. ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, ყველა მიმართულებით, საქართველოს შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულოს.

ჩვენ ოპოზიციაში ერთგვარი სასოწარკვეთილება დავინახეთ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებიდან, 1 დღე არ გასულა, რომ მათ ამ ფაქტზე არ ესაუბროთ. ეს იმაზე მიანიშნებს, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება რამდენად მძიმედ მიიღეს. ყოველ ჯერზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრდებოდა.”

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედის კვირის ეთერში.

30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share