ფერეიდნელ ქართველებს ხელისუფლება ბინადრობის ნებართვაზე უარს ეუბნება

ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მთელი მსოფლიოს გარშემო არიან მიმოფანტულები, და რომელთა ცოდნის, ენერგიისა და გამოცდილების კონსოლიდაცია წარმოუდგენელ ბიძგს მისცემდა ჩვენს საერთო სამშობლოს. პირველ ეპიზოდში ფერეიდნელ ქართველებზე გიამბობთ, ვისთვისაც საუკუნეების განმავლობაში საქართველო ლამის ცხოვრების მთავარ მიზნად იყო ქცეული.

ფერეიდნიდან ისტორიულ სამშობლოში ემიგრირებული ადაიანები ძალიან სწრაფად ახდენდნენ საქართველოში იტეგრირებას და არა მხოლოდ იმიტომ რომ ქართული მათთვის მშობლიური ენაა, არამედ იმიტომ რომ მთელი 400 წლის განმავლობაში ისტორიული უსამართლობით სამშობლოდან გადასახლებული ეს ადამინები თავს მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ისევ და ისევ საქართველოსთან აიგივებდნენ და ინარჩუნებდნენ ქართველობასაც, თვითმყოფაოდბასაც, ენასაც და ოცნებასაც, რომ ოდესმე მშოლბლიურ მიწას დაუბრუნდებოდნენ.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ბოლო ორი წელია ამ ადამიანებს მათივე სათაყვანებელ საქართველოში ერჩიან, და აიძულებენ ქვეყანა დატოვონ. უნცაურია, მაგრამ ფერედნელ ქართველებს, ვისაც სამშობლოში დამკვიდრება სურს, სწორედ ის ხელისუფლება ეუბნება უარს ბინადრობის ნებართვაზე, რომელიც მაგალითად რუსეთის ათასობით მოქალაქეს უპრობლემოდ აძლევს იგივე დოკუმენტს და საქართველოში დამკვიდრებისთვის გზას უხსნის.

არსებობს ეჭვიც, რომ იუსტიციის სახლის მხრიდან ასეთი ხისტი პოზიციის მიზეზი სავარაუდო კორუფცია შეიძლება იყოს, თუმცა შეიძლება ეს მიზანმიმართული პოლიტიკაც იყოს. როგორც არ უნდა იყოს, ისტორული უსამართლობის გამო სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელები ახლა თავისსავე ქვეყანაში აწყდებიან არანაკლები მასშტაბის უსამართლობას.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share