ივანიშვილს ჩვენი ხალხის გაღარიბების ხარჯზე სურს, რომ მონოპოლია ჰქონდეს ყველა სფეროში – ცისკარიშვილი

ქართველი ოლიგარქის დეველოპერული მიზნები – პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი “საჯარო პოლიტიკის” ეთერში ივანიშვილის მიერ გაბრიელ სალოსის ქუჩის სამშენებლო მოედნად გადაქცევასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას პოლიტიკურ-სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში გავლენის დამყარება და გაბატონება სურს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის გაღატაკების სანაცვლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.

”ივანიშვილი არის მსხვილი ბიზნესმენი, ოლიგარქი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ფულის შოვნა და გაკეთება უნდა საქართველოს, ჩვენი ეკონომიკის გაღარიბების, ხალხის გაღარიბების ხარჯზე. მას უნდა, რომ ჰქონდეს მონოპოლია ყველადფერში, მათ შორის, სამშენებლო ბიზნესში, რადგან მას ცემენტის და ბეტონის მიმართულებით მონოპოლია უკვე აქვს. კიდევ სხვა ბევრ სფეროში, ოქრო, მადნეული, გდაზიდვები, ნავთობი და ახლა მშენებლობაშიც უნდა, რომ ჰქონდეს თავისი ხელი დადებული”, – ამბობს ცისკარიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share