ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინდელი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი და “ქართული ოცნების” უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ოზურგეთელებს, ხმის მიცემის სანაცვლოდ, უამრავი დაპირებებით ხიბლავდა.
ერთ ერთი ასეთი დაპირება, თალაკვაძემ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, 2019 წლის 22 იანვარს გაავრცელა. სადაც ის ოზურგეთელებს ახალ, თანამედროვე მუზეუმს პირდებოდა.
დანაპირებს ამ უკანასკნელმა “თანამედროვე მუზეუმის” ერთ ერთი საგამოფენო დარბაზის მაკეტიც დაურთო და სამუზეუმო ექსპონატებიც კი ჩამოთვალა-მათ შორის “ნაპოლეონ ბონაპარტის დაშნა”, გურიელთა დარბაზის უნიკალური ნივთები; ავეჯი, ჭურჭელი, ძველი თოფები, ხანჯლები და დამბაჩები; ძველბეჭდური წიგნები და ცნობილი მხატვრების ნამუშევრები;
თუმცა აგერ უკვე 4 წელია გასული და არც “”თანამედროვე მუზეუმი” და არც ჩამონათვალი ნივთების მსგავსი რამ, ოზურგეთელებს თვალითაც არ უნახავს.
მოკლედ როგორც ყოველთვის, არჩილ თალაკვაძემ ტრადიცია არ დაარღვია და წინასაარჩევნოდ მორიგი ცრუ დაპირებები უხვად გასცა.
ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და დროა პოლიტიკოსებს შევახსენოთ მათი აუსრულებელი დანაპირები და პასუხი მოვთხოვოთ ამისათვის.
ახლა გთავაზობთ თალაკვაძის აღნიშნულ დაპირებას ვრცლად-რომლითაც ის კარგა ხანს კუდაბზიკობდა და ვნახავთ რაოდენ სასაცილოდ გამოიყურება ის დღეს, ანუ 4 წლის შემდეგ, თუმცა ცუდია რომ სასაცილოდ მასზე მეტად – მისი ეს დაპირება გამოიყურება,
არჩილ თალაკვაძე; 2019 წლის 22 იანვარი;
დაგპირდით და ვასრულებთ პირობას: ოზურგეთს ახალი, თანამედროვე მუზეუმი ექნება.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყება.
პავილიონებში თანამედროვე ექსპოზიციებთან ერთად, ჩვენთვის ძვირფასი და ძალიან საინტერესო ექსპონატების ფონდი განთავსდება, რომელიც ისტორიული მუზეუმის ამაგდარმა თანამშრომლებმა შემოგვინახეს:
ნეოლითის პერიოდის, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, სამუშაო იარაღების სეგმენტების, ბრინჯაოს იშვიათი ნიმუშები;
ადრე ანტიკური ხანის ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ურეკის და წვერმაღალას განძის ნაწილი;
ვაშნარის ნაქალაქარის ნაშთები – სვეტის თავები, სასაკმევლე, სარკმლის ნაწილები, კრამიტი;
ექადიის ტაძრის ასომთავრული წარწერა, რომელშიც გურიელთა მამამთავარი კახაბერ გურიელი მოიხსენიება;
ნაპოლეონ ბონაპარტის დაშნა;
გურიელთა დარბაზის უნიკალური ნივთები; ავეჯი, ჭურჭელი, ძველი თოფები, ხანჯლები და დამბაჩები;
ნუმიზმატიკური კოლექცია, ძველბეჭდური წიგნები და ცნობილი მხატვრების ნამუშევრები;
საქართველოს მთავრობა | Government of Georgia